ყირიმის უკრაინის შემადგენლობიდან გასვლას დეპუტატთა უმრავლესობამ მისცა ხმა
24-01-2014, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გადაწყვეტილებას ხმა 81 დეპუტატიდან 78 მისცა. ყირმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეს-ცენტრის განცხადებით, შექმნილ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, ოპოზიციაა დამნაშავე.

 

"ზედმეტად დიდი ფასის გადახდა გვიწევს პოლიტიკური პროვოკატორების: კლიჩკოს, იაცენიუკის, ტიაგნიბოკის ამბიციების გამო.
ისინი ვითომდა უკრაინელი ხალხის ინტერესებით ხელმძვანელობდნენ და მისი სახელით მოქმედებდნენ... ახლა უკვე ყველა ზღვარს გასცდნენ და სისხლისღვრა გამოიწვიეს" - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყირიმელ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ კიევის ცენტრს "პირწავარდნილი ექსტრემისტები" დაეუფლნენ და პასუხისმგებლობა დედაქალაქში სისხლიანი მოვლენებისთვის "როგორც მაიდანის ორგანიზატორებს, ოპოზიციის ლიდერებსა და მათ ქვეშევდრომებს ეკისრებათ".

 

"ევრობიუროკრატები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გმობდნენ სხვა პოლიტიკური ძალების მიერ ჩატარებულ მიტინგებს, დღეს ერთიანდებიან თავის არაბუნებრივ "პოლიტიკურ სიყვარულში" ნეონაცისტებისადმი და მათთან რუსეთის საწინაღმდეგოდ მეგობრობენ...

 

გვაიძულებენ რუსეთთან მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ვთქვათ უარი, დავივიწყოთ რუსული ენა და ვუღალატოთ ჩვენი მამების და ბაბუების გმირობას. იმ ადამიანების ნებაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ არ დავუთმობთ ყირიმს ექსტრემისტებსა და ნეონაცისტებს, რომლებსაც ქვეყნის გახლეჩისა და მოქალაქეების სისხლის ფასად სურთ ხელში ძალაუფლება ჩაიგდონ.

 

ყირიმელები არასდროს მიიღებენ მონაწილეობას არალეგიტიმურ არჩევნებში, არ აღიარებენ მის შედეგებს და "ბენდერას" უკრაინაში არ იცხოვბრებენ! სწორედ მაშინ დავაყენებთ ყირიმის უკრაინის შემადგენლობიდან გამოყოფის საკითხს " - ნათქვამია განცხადებაში

 

 

 

 

 

 

 

http://press.mediamall.ge/?id=9439

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი