სალომე ზურაბიშვილმა პირობა დაარღვია და მიხეილ სააკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა - „მისმა სულ ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე ყოველგვარი ზღვარი გადალახა“
10-08-2019, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ დადებული პირობა დაარღვია და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის „ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე, ყოველგვარი ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა“.

 


სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს.

 


„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, აღვნიშნე, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებებზე კომენტარს არასდროს გავაკეთებდი, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსაზრებები პერსონალურად შეურაცხმყოფელი გახლდათ.

 


თუმცა, მისმა სულ ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე ყოველგვარი ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა.

 


მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ გამოთქმულ შეხედულებებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას და ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს გვერდში დგანან, შეურაცხყოფას აყენებს. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსი სახის ტყუილები და ფაქტების დამახინჯება უპასუხისმგებლო და მიუღებელ ქმედებას წარმოადგენს. ეს არის აშკარა მცდელობა საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დააზიანოს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირისა და ატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე.

 


ქართველი ხალხის სახელით, კვლავ გამოვხატავ ჩემი ქვეყნის უდიდეს მადლიერებას იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ იქნა გამოხატული 2008 წლის ომის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიმართ, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს“, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი