თავის საკანში მკვდარი იპოვნეს ამერიკელი მილიარდერი ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით იყო დაკავებული
10-08-2019, 17:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელი ფინანსისტი, მილიარდერი ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით იყო დაკავებული და სასამართლო პროცესს ელოდებოდა, თავის საკანში მკვდარი იპოვნეს, იტყობინება აშშ-ის მედია.

 

 

ABC-ის ახალი ამბები სამ სამართალდამცველზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 66 წლის ჯეფრი ეპშტეინმა, ნიუ იორკში თავის საკანში თავი მოიკლა.

 


ამერიკელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეპშტეინი თავის სიმდიდრეს და გავლენას თავის სახლში ათეულობით არასრულწლოვანი გოგონას სექსუალური შეურაცხყოფისთვის იყენებდა, უხდიდა რა მათ ასეულობით აშშ დოლარს ნაღდი ფულის სახით, თითოეული შეხვედრისთვის, და ასეულობით უფრო მეტს, თუკი ისინი მასთან მეტ მსხვერპლს მიიყვანდნენ.

 

 

სავარაუდო დანაშაული ეპშტეინის საცხოვრებელ სახლებში - მანჰეტენსა და პალმ ბიჩზე, ფლორიდაში 2002 წლიდან 2005 წლამდე ხდებოდა და მასში ყველაზე მცირეწლოვანი ასაკის, 14 წლის გოგონები იყვნენ ჩაბმული. გამოძიება ეპშტეინს „მსხვერპლთა ფართო ქსელის შექმნაში“ სდებდა ბრალს. 

 

კომენტარები: 1
#1   გურანდა
      
ყველას თავისი ცოდვებისთვის მოეკითხება. მაგრამ უნდა იყოს არასრულწლოვნებისთვის ტრენინგები. რას უნდა მოერიდონ. სად არის მეტი რისკები ტრეფიქინგის და ა.შ. მე სულ ვსაუბრობ ჩემს 17 წლს შვილთან მსგავსი საშიშროებების თემაზე და ვაფრთხილებ. ყველას არ შეუძლია შვილთან გახსნილი საუბარი. ამსთვისაც ვერ დაძრახავ მშობელს. ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს გამაფრთხილებელი სქემა დანერგილი განათლების სისტემაში ჩასართავად ამ მწვავე თემის.
11 აგვისტო 2019 05:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი