იციკ მოშე: თბილისი ისრაელური ბიზნესისგან 100-მილიონიან ინვესტიციას მიიღებს
19-08-2015, 07:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება“, – ამის შესახებ საქართველო- ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ ისრაელში ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

ისრაელში ბიზნესფორუმის ღონისძიებას თბილისის მერი და ქართული დელეგაციაც დაესწრო.

იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით, იერუსალიმში პირველად განხორციელდება ინვესტიცია ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით – ებრაელი და ქართველი ბიზნესმენები ისრაელის დედაქალაქის ცენტრში ააშენებენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს. „უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილი პროექტების ჯამური მოცულობაა 100 მილიონი დოლარი. ესაა ახალი ინვესტიცია, ახალი სახეები, ახალი ინვესტორები“, – განაცხადა ბიზნესფორუმზე იციკ მოშემ.

მისივე თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, 8-9 სექტემბერს თბილისს ისრაელის დელეგაცია ეწვევა.

ისინი თბილისში ადგილობრივ პარტნიორებს შეხვდებიან, ისრაელიდან ასევე ჩამოვა მედიაჯგუფი, რომელიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს გაეცნობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებითა და ისრაელში საქართველოს საელჩოსა და ქნესეთის მხარდაჭერით, 17-18 აგვისტოს გაიმართა თბილისის მერის დავით ნარმანიას ოფიციალური ვიზიტი ისრაელში.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, თბილისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და ქართველი ბიზნესმენები.

დავით ნარმანიამ პირველი შეხვედრა ისრაელის Hi-tech-ის წარმომადგენლებთან გამართა.

თბილისის მერმა გამოთქვა სურვილი, ისრაელის Hi-tech-ის კომპანიამ ინვესტიცია თბილისშიც განახორციელოს და ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები ქართულ მხარეს Hi-tech-ის დანერგვაში დაეხმარებიან.

თბილისის მერმა შემდეგი შეხვედრა იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკათთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

დავით ნარმანიამ თავის კოლეგას ვიზიტის მიზნები გააცნო. მისი თქმით, ამ ვიზიტისას გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი.

“ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას: პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, მეორე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე, მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ნირ ბარკათი თბილისის საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმითა და სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა.

მისი თქმით, ტურიზმის განვითარება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. იერუსალიმის მერი დავით ნარმანიას ძველი ქალაქის განვითარების გამოცდილების გაზიარებას დაპირდა. ამასთან, მისი თქმით, ის დაავალებს მერიაში არსებულ ტურიზმის სამსახურს, გამოცდილება გაუზიაროს თბილისის მერიას.

მერების შეხვედრის შემდეგ, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ ქართული დელეგაცია ებრაელ ინვესტორებს პირადად შეახვედრა.

ბიზნეს ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა ასამდე ისრაელელი, ამერიკიდან და გერმანიიდან ჩამოსული ებრაელი ბიზნესმენი, საქართველო- ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ გახსნა.

მისი თქმით, საქართველო- ისრაელის ურთიერთობებში დღევანდელი ფორუმი იერუსალიმში არის ისტორიული მოვლენა, რომელიც მყარ საფუძველს დაუდებს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს.

„ბატონო მერებო, თქვენი მონაწილეობით, პირველად დაარსდა პირდაპირი საქმიანი და პროფესიონალური კავშირები. ეს ფაქტი არანაკლებად მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის, რომ მათ იცოდნენ საქართველოში არსებული განწყობა და ინტერესი, რომ ეს იყოს პირდაპირი კავშირები, შუამავლების გარეშე, ყველა დონეზე“, – განაცხადა იციკ მოშემ.

მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის ბიზნესპროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

„მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება. ესენია: სასტუმრო „გერგეთი“ – დაიწყება 9/2015 – მოცულობა 25 მლნ დოლარი; სასტუმრო „Art Hotel“ – 9/2015 – 12 მლნ დოლარი; სასტუმრო-ბუტიკი “რუსთაველი” – 9/2015 – 5 მლნ დოლარი; სასტუმრო აპარტამენტები – 12/2015 – 7 მლნ დოლარი სასტუმრო და ბიზნეს ცენტრი – 12/2015 – 20 მლნ დოლარი; მოდერნიზებული სამრეცხაო – 9/2015 – 2.5 მილიონი დოლარი; Hi-tech-ის პირველი ისრაელური ექსელერატორი საქართველოში.“

ფორუმის მომაწილეებს სიტყვით მიმართეს იერუსალიმის მერმა ნირ ბარკათმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. საქართველოსა და კერძოდ თბილისის ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესახებ პრეზენტაცია გამართეს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ და თბილისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე მარგიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერი პოტენციურ ინვესტორებს მათი ინვესტიციების დაცვასა და ხელშეწყობას დაპირდა. ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ, თბილისის მერმა შეხვედრა გამართა ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ხილიკ ბართან და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.

ამ შეხვედრას საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშეც ესწრებოდა. როგორც ხილიკ ბარმა აღნიშნა, ისრაელის ქნესეთის კარები ღიაა საქართველოსთვის, ხოლო მეგობრობის ჯგუფი ქართველ კოლეგებთან სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობის გააქტიურებას აპირებს.

თავის მხრივ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ანტისემიტიზმი არ არსებობს, ქართული მხარე კი ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს ისრაელს. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებული ვიზიტის მეორე დღეს თბილისის მერს თელ-ავივის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც დავით ნარმანიამ აკადემიური პერსონალის წინაშე წაიკითხა საჯარო ლექცია თბილისში მიმდინარე რეფორმებზე. ლექციის დასასრულს კი მან დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

 

 

კომენტარები: 1
#1   Teresa
      
Howdy! I realize this is kind of off-topic but I had to ask.
Does managing a well-established website such as yours require a massive amount work?
I am brand new to operating a blog but I do
write in my diary on a daily basis. I'd like to start a
blog so I can share my personal experience and feelings online.
Please let me know if you have any ideas or tips for new aspiring bloggers.

Thankyou!

Stop by my homepage: Clemmie
8 ნოემბერი 2021 21:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი