"ახალაიამ იარაღი დაჩოქილი აბულაშვილის და მისი მეგობრის მიმართულებით მიმართა და იკითხა, რომელი მოეკლა პირველი"
24-01-2014, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავა. ამასთან, პროკურატურის მიერ ბრალდების შესახებ გამოტანილია დადგენილებები ყოფილი მაღალჩინოსნების: ამავე დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას და პირველი სამმართველოს უფროსის გერონტი ალანიას მიმართ.

 

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის სექტემბერში, ვინმე "დათო" გაცნობისა და ურთიერთობის მიზნით მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდა ვამეხ აბულაშვილის მეგობარ გოგოს, რაც აბულაშვილთან სიტყვიერი სატელეფონო შელაპარაკების მიზეზი გახდა. ხსენებული დათო შემდგომში აღმოჩნდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დავით ახალაია.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ამ საუბრიდან მალევე, 5 ოქტომბერს, ვამეხ აბულაშვილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვალერიან მეტრეველი და წინასწარ შეთხზული მიზეზით იმავე დღეს, შეხვდა ვამეხ აბულაშვილს, რომელსაც ახლდა მეგობარი კახაბერ დაბრუნდაშვილი. შეხვედრისას ვალერიან მეტრეველმა სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ დახვდნენ: დათა ახალაია, გერონტი ალანია, და მათთან ერთად მყოფი ათამდე შეიარაღებული გამოძიებით დაუდგენელი პირი.

 

გამოძიების ინფორმაციით, დათა ახალაიამ შურისძიების მოტივით, მის წინაშე იძულებით მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფ ვამეხ აბულაშვილს, სახის არეში ფეხი დაარტყა, რის შემდგომაც დ.ახალაიამ მის თანმხლებ პირებთან ერთად მათი უმოწყალოდ ცემა დაიწყეს.

 

"მას შემდეგ რაც მათ გული იჯერეს ვ.აბულაშვილის ცემით და დამცირებით, დ.ახალაიამ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, მიმართა დაჩოქილი აბულაშვილის და მისი მეგობრის დაბრუნდაშვილის მიმართულებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და იკითხა თუ რომელი მოეკლა პირველი, რის შემდეგაც მათ მიმართულებით მოახდინა გასროლა ჰაერში. ასევე კატეგორიულად გააფრთხილა ისინი რომ მომხდარი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მათ და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პროკურატურა აღნიშნავს, რომ ხსენებული ფაქტი გამოვლენილი იქნა სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის განახლებული გამოძიების ფარგლებში.

გარდა ამისა პროკურატურა მიუთითებს, რომ როგორც სანდრო გირგვლიანის, ისე ვამეხ აბულაშვილის შემთხვევაში, დანაშაულის ადგილი იდენტურია, კერძოდ ორივე შემთხვევა მოხდა სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 333-ე, 143-ე, 144 პრიმა 1 და პრიმა 3 მუხლებით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/35748-prokuratura-datha-akhalaiam-iaraghi-dachoqili-abulashvilis-da-misi-megobris-mimarthulebith-mimartha-da-ikithkha-romeli-moekla-pirveli.html

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი