საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმედღიანი მოსმენებისა და განხილვების შემდეგ დეპუტატებმა პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას და მის მინისტრთა კაბინეტს, წარმოდგენილს მინისტრობის ორი ახალი კანდიდატით - ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური - თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები, შესაბამისად - 98 ხმით მხარი დაუჭირეს.

ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. რეგისტრაცია 99-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმი კი 76 იყო.
დღევანდელ საპარლამენტო სხდომას რამდენიმედღიანი ბოიკოტის შემდეგ დაუბრუნდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის სახელითაც ფრაქციებისთვის განკუთვნილ დროში სხდომაზე სიტყვით ნიკა მელია გამოვიდა. კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „ევროპული საქართველო“ პროტესტის ნიშნად სხდომას არ დასწრებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.