კიზილქილისის სომხური სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების ადამიანმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის სახელმწიფო ენას და ისწავლოს ის
27-09-2019, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა აზნივ ვოსკანიანმა საშუალო სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი სომხეთში დაამთავრა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა, გარკვეული წლები არ უმუშავია და ახლა უკვე მეოთხე წელია რაც კიზილქილისის სკოლას უდგას სათავეში.

 

 

 

 


GUARDIAN.GE-ისთან საუბარში იგი ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით რთული იყო სკოლის დირექტორობის პირველი წელი, რადგან ქართული ენა საერთოდ არ იცოდა, მაგრამ ახლა უკვე გარკვეულწილად ახერხებს საუბარს და ქართულად წერა-კითხვაც კი შეუძლია, თუმცა სინანულით აღნიშნავს - სკოლა მშობლიურ სოფელში რომ დაემთავრებინა, ქართული ენა კარგად ეცოდინებოდა და გაცილებით უკეთესად ჩაერთვებოდა ტრენინგებსა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.

 

 

 


კიზილქილისის ახალგაზრდა, ძალიან კომუნიკაბელური და ენერგიული დირექტორი აცხადებს, რომ სახელმწიფომ თავიანთი სკოლის კაპიტალური რემონტის დაფინანსება ჯერჯერობით ვერ შეძლო, თუმცა სკოლას დახმარება სოფლიდან რუსეთში წასულმა პირებმა - ედგარ არამიანმა და კარენ ქუჩუკიანმა გაუწიეს და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები შეუძინეს.

 

 

 


აზნივ ვოსკანიანის თქმით, ედგარ არამიანმა, რომელსაც კიზილქილისის სკოლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ბიზნესსაქმიანობას რუსეთის ფედერაციაში ეწევა, სოფლის გზიდან სკოლის შენობამდე მისასვლელი გზა - სკოლის შიდა ეზოს გაყოლებაზე მდებარე ტერიტორია კეთილმოაწყო, ასევე მეტალო-პლასტმასის ფანჯრები შეუძინა სკოლას და უკვე ოთხი წელიწადია რაც ყოველ ახალ წელს პედაგოგებს ფულად დახმარებასაც უწევს.

 

 

 


დირექტორის ინფორმაციითვე, კარენ ქუჩუკიანი სკოლის ადმინისტრაციას კარების შეძენაში დაეხმარა და მისი წყალობით ამჟამად სკოლას ხის მოძველებული კარების ნაცვლად, ახალი მეტალოპლასტმასის კარები აქვს. იგი, ასევე ყოველ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალბატონ პედაგოგებს ფულად დახმარებას უწევს.

 

 

 


აზნივ ვოსკანიანი ამბობს, რომ ახლა სკოლისათვის გადასაჭრელ უპირველეს საკითხად სახურავის გამოცვლა და ცენტრალური გათბობის დამონტაჟება რჩება. იგი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პირველივე შესაძლებლობისთანავე ამ საკითხებს დადებითად გადაჭრის.

 

 

 


„სკოლას, როგორც თავადაც უყურებთ, კაპიტალური რემონტი ესაჭიროება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება მომავალი წლიდან მაინც ამ საკითხის მოსაგვარებლად მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენს. არ შეიძლება არ ითქვას იმ ყურადღების და თანადგომის შესახებ, რასაც ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ვგრძნობთ. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა წალკის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ილია საბაძეს და რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ არსენ ჯმუხაძეს. ისინი, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად გვეხმარებიან“, განაცხადა აზნივ ვოსკანიანმა.

 

 

 


დირექტორის თქმით, სკოლა ჩვეულებისამებრ დამტკიცებული სასწავლო გეგმის მიხედვით განაგრძობს მუშაობას და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

 


აზნივ ვოსკანიანმა GUARDIAN.GE-ის იმის შესახებაც განუცხადა, რომ სომხეთის და საქართველოს სკოლების სწავლების სისტემა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ აქ ბავშვები ქართულს, როგორც მეორე ენას სწავლობენ, და არის მეთოდებშიც გარკვეული სხვაობა.

 

 

 


„სომხეთის სკოლებში მოსწავლეები სომხურ, მშობლიურ ენაზე სწავლობენ და კიდევ, რა თქმა უნდა, უცხო ენებს - ინგლისურს, რუსულს და ა.შ. ირჩევენ, საქართველოს სომხურ სკოლებშიც ბავშვები ბუნებრივია, სომხურად სწავლობენ, რასაც ემატება ქართული, როგორც მეორე ენა, რაც უფრო მეტ სირთულეს უქმნის მოზარდს.

 

 

 

 

„რა თქმა უნდა, მშობლიური ენა ყველასათვის უპირველესი და დასაფასებელია, მაგრამ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების ადამიანმა ამავე დროს პატივი უნდა სცეს ქვეყნის სახელმწიფო ენას და ისწავლოს ის. უკვე დადგა ისეთი დრო, რომ ამის გარეშე წარმატების მიღწევა რთული ხდება.

 

 

 


„მე, როგორც გითხარით, 4 წელია რაც სკოლის დირექტორი ვარ და ვხედავ ბავშვები როგორ კარგად საუბრობენ ქართულად. თუკი ადრე ქართულ ენას კვირაში 1 ან 2 საათი ეთმობოდა, ახლა ყოველდღიურად ტარდება ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილები. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ახალი თაობა კარგად საუბრობს ქართულად და სასწავლებლადაც უმეტესად თბილისის წამყვან უნივერსიტეტებს ირჩევენ.

 

 

 


„მაგალითად, წელს 12-მა მოზარდმა დაამთავრა ჩვენი სკოლა, აქედან 2-მა ოქროს მედალზე, და ამ თორმეტიდან ხუთმა თბილისის უნივერსიტეტებში ჩააბარა, ერთმა კოლეჯში, მხოლოდ სამი წავიდა ერევნის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის აზნივ ვოსკანიანმა.

 

 

 


დირექტორის თქმით, კიზილქილისის საჯარო სკოლაში, სადაც 156 მოსწავლე სწავლობს, ამჟამად 25 პედაგოგი მოღვაწეობს, მათგან 3 უფროსი მასწავლებელია, თუმცა, როგორც აზნივ ვოსკანიანმა გვითხრა, უფროსი მასწავლებლების რაოდენობა დეკემბრის ბოლომდე გაიზრდება, რადგან მოხდება მათთვის კრედიტების მომატება. სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო 6-მა პენსიონერმა პედაგოგმა, რომლებიც სახელმწიფოსაგან „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ – 2 წლის ხელფასს მიიღებენ.

 

 

 


„ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ სკოლებში პედაგოგის პოზიციაზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მოდიან, მაგრამ მეორე მხრივ, გულდასაწყვეტია, რომ უფროსი თაობის პედაგოგები, რომელთაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება დაუგროვდათ, ტოვებენ სკოლებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ მათ ჯილდო დაუწესა და ასე დააფასა ათასობით პენსიონერი პედადოგის ღვაწლი. მე მათ ბედნიერ სიბერეს ვუსურვებ, ახალგაზრდებს კი, რომლებიც მათ ადგილებს იკავებენ, წარმატებებს“, განაცხადა აზნივ ვოსკანიანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი