გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკაში მისი დაბრუნების შესახებ განაცხადა, რომ „ეს გამორიცხულია“, ივანიშვილზე კი თქვა, რომ მას აქვს „გადაჭარბებული ძალაუფლება და იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ უნდა იღებდეს“
28-09-2019, 14:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე გამოვრიცხავ ჩემს პოლიტიკაში წასვლას თავიდან. მე მაქვს პოლიტიკაში წასვლის უფლება, მაგრამ ახლა ახალგაზრდების დროა. ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა არ მიმაჩნია სწორად. რაც შეეხება იმას, რომ დამაშანტაჟეს, ეს საქმეები არის აბსოლუტურად აბსურდული, - განაცხადა „TV პირველთან“ საუბრისას საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

„მე გამოვრიცხავ ჩემ პოლიტიკაში წასვლას თავიდან, ბევრი მიზეზის გამო, უბრალოდ ეს ჩემი სურვილი არ არის რომ წავიდე პოლიტიკაში, მე ამის  უფლება მაქვს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არის უფრო ახალგაზრდა თაობის დრო, ჩვენი შვილების თაობის -ადამიანების, რომლებმაც 30 წელს მიაბიჯეს ან გადასცდნენ 30 წელს, გარკვეული წარმატება მოიპოვეს ცხოვრებაში და არიან გულანთებულნი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანების დროა პოლიტიკაში. მე მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდინარეში ვიყავი ერთხელ... რა ვიცი, ასე ვფიქრობ და მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება იმას, რომ დამაშანტაჟეს, საერთოდ ეს საქმეები არის აბსოლუტურად აბსურდული, ჩემი გუნდის წევრებზე, რომლებზეც იყო საუბარი. ეს ადამიანები ძალიან პატიოსნად მსახურობდნენ იმ სამსახურში, სადაც იყვნენ და ამით დაშინება... დაშინება შეიძლება ისეთი ადამიანის, რომელსაც ალბათ რაღაც საფუძველი აქვს და მაშინაც ძნელია, მით უმეტეს, ასეთი უსაფუძვლო ბრალდბებებით“, აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

 


მან თქვა, რომ პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა.

 


„კონტაქტი არ მქონია, ერთადერთი დედის გარდაცვალება მივუსამძიმრე“, აღნიშნა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ბევრი რამ არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებში, მაგრამ „ნამდვილად არ ფიქრობს“ იმას, რომ „ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის მოგზავნილი კაცია“.

 


კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები თავიანთ ფუნქციებს ვერ ასრულებენ და ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება, ღებულობს გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ უნდა ღებულობდეს“.

 

 

„ბუნებრივია, დღეს ჩვენი ინსტიტუტები არ მუშაობს და ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტიტუტები, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის - სასამართლო, პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები - თავის ფუნქციას ასრულებდნენ. დღეს სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში.

 


„რაც შეეხება იმას, არის თუ არა ერთპიროვნული მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ერთპიროვნული მმართველი შეიძლება თქვა ბარბაროს დიქტატორზე და ჯერჯერობით ეგეთი სიტუაცია არ არის ჩვენ ქვეყანაში. არის პრობლემები, ინსტიტუციები არ მუშაობენ. ბიძინა ივანიშვილი ღებულობს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის არ უნდა ღებულობდეს და მე მგონი, ამ კუთხით ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში გასაკეთებელი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მან ასევე თქვა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარია უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. 

 

 

„გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობას დრო შეაფასებს, რაც შეეხება მის გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის გაცილებით უკეთ შეინახავდა თავს, მას რომ მიეღო [გადადგომის გადაწყვეტილება], უბრალოდ გამოსულიყო და ეთქვა... მას არ მიუცია, დარწმუნებული ვარ, რომ მას არ უთქვამს, თვალში ესროლე ადამიანს, მაგრამ რადგანაც მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს აგერ, მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით მან თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით. რა თქმა უნდა, მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა“, განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი