27-28 სექტემბრის ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა თერჯოლის მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებით ქვემო ზონის სოფლები დააზარალა.
თერჯოლის მერიის ცნობით, დღეს დილიდან ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
პირველი შეტყობინების შემოსვლისთანავე, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
შექმნილია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის მიმდინარეობს სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.