არჩეული მერებისა და გამგებლებისათვის უფლებამოსილების შეჩერების საბოლოო მსაჯული სასამართლო იქნება
24-01-2014, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებამდე, მასში რამდენიმე პრინციპული მნიშვნელობის ცვლილება აისახება. პროექტში ყველა ის საკითხი შევა, რომელზეც პარლამენტი და ინიციატორი მხარე 22-23 იანვირის სესიაზე შეთანხმდნენ.

 

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პრინციპული სიახლეები შეეხება საკრებულოს მიერ მერებისა და გამგებლების უნდობლობის გამოცხადების საკითხის გასაჩივრებასა და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ახალი არჩევნების არჩატარებას, კოდექსში საკრებულოს ფრაქციათა ხელმძვანელების პოლიტიკური თანამდებობის პირებად დაფიქსირებას და მათთვის შრომითი ანაზღაურების დანიშვნას, ასევე თვითმმართველობებში კადრების ოპტიმიზაციის პროცესში, სოფლის რწმუნებულის ყველა საშტატო ერთეულის შენარჩუნებას.

 

მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდნენ, რომ საკრებულოს მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერისა თუ გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადებისას, შესაბამისი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უნდობლობაგამოცხადებულ გამგებელსა და მერს სასამართლო განხილვის დასრულებამდე უფლებამოსილება არ შეუწყდება და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

 

"სანამ საკრებულოს გადაწყვეტილების სისწორე სასამართლოში არ გაიზომება, მერსა თუ გამგებელს უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს და ახალი არჩევნები არ უნდა დაინიშოს. შესაძლებელია, სასამართლომ თქვას, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება უკანონოა და პირი გამგებლისა და მერის თანამდებობაზე აღადგინოს. ამ პერიოდის განმავლობაში, ახალი მერისა თუ ახალი გამგებლის არჩევის შემთხვევაში ორ კანონიერ გამგებელსა და ორ კანონიერ მერს მივიღებთ. ამიტომაც შემოვიღეთ მექანიზმი, რომ უნდობლობაგამოცხადებულ მერს თუ გამგებელს სასამართლოში გარჩევით საკრებულოს გადაწყვეტილების სისწორის შემოწმების საშუალება მიეცეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს ახალი არჩევნები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც გუშინდელ სესიაზე დანიშნული კენჭისყრის დღეისთვის გადმოტანის ინიციატორი იყო.

 

კოდექსში ცვლილებაა ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ჩამონათვალს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ემატება.

"საკრებულოები შერეული სისტემით - პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ირჩევა, სადაც პარტიულ წარმომადგენლობას მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციის არ ასახვა, რომელიც პარტიულ წარმომადგენლებს ხელმძღვანელობს, არ შეიძლება", - განმარტავს ქუცნაშვილი.

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მუხლობრივი განხილვების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, კადრების, საშტატო მოსამსახურეების ოპტიმიზაციას ეხება. კოდექსში ცვლილებები მის მეორე მოსმენით მიღებისას, ამ მიმართულებითაც შევა.

 

"ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებში შტატები "გაბერილია". მაგალითად, ხარაგაულის გამგეობის სისტემაში 250 კაცი მუშაობს, ქუთაისის მერიაში - 600 კაცი, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. წარმოდგენილი ვარიანტით საუბარია იმაზე, რომ ყველა მუნიციპალიტეტის მინიმალური საბაზისო საშტატო რაოდენობა განისაზღვროს 30 ერთეულით და პლუს, ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო მოსამსახურით. როცა ვნახეთ 30 ერთეულს პლუს ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი შტატი, მივიღეთ 15-ათასიან და 20-ათასიან რაიონებში 50-60 შტატიანი საჯარო ადგილობრივი სამსახური. რაიონების და მუნიციპალიტეტების 50-60 კაცით მართვა საკმაოდ გაჭირდება, მით უმეტეს, რომ ამ ხალხში უნდა შესულიყო როგორც საკრებულოს აპარატის მუშაკები, ასევე გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელები, მოადგილეები, სპეციალისტები და ასევე დანიშნული რწმუნებულები. ამიტომაც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციაში რწმუნებულების სამუშაო ადგილები გათვალისწინებული არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს სხვადასხვა სოფელში 1000 რწმუნებული გვყავს და ეს 1000-ვე სამუშაო ადგილი შენარჩუნებული იქნება არჩევნების შემდეგაც - ყველა სოფელში იქნება რწმუნებული, რომელსაც ახალი კოდექსით გამგებლის წარმომადგენელი დაერქმევა", - განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა, 15.00 საათისათვის თვითმმართველოს საკანონმდებლო პაკეტის კენჭისტრაზე გატანით დაიწყება. მანამდე პროექტში ყველა ის შენიშვნა აისახება, რომელიც პარლამენტის მხრიდან დაფიქსირდა და მთავრობამ გაიზიარა.



 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/267572-adgilobrivi-thvithmmarthvelobis-kodeqsis-proeqtshi-ramdenime-cvlileba-sheva.html  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი