[ვიდეო] გიორგი მარგველაშვილი: „დღევანდელი პრემიერის დანიშვნა - ეს არის სილის გაწვნა“
17-10-2019, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღევანდელი პრემიერის დანიშვნა იმ პროტესტის ფონზე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო ძალიან სამართლიანი პროტესტი, ამ პრემიერის დანიშვნა იმ ფონზე, როდესაც საქმე არ არის გამოძიებული, ეს არის სილის გაწვნა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.

 

 

მარგველაშვილისთვის გაუგებარია, საქართველოს პარტნიორები, რომლებიც ვითარებას ხშირად აფასებენ, გამოუძიებელ საკითხზე - მთავარი ფიგურანტის დაწინაურებაზე კომენტარს რატომ არ აკეთებენ.

 


„მაგრამ იცით, მე რა მაინტერესებს? ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ხშირად აფასებენ ვითარებას და ხშირად გვიწერენ ნიშნებს ამა თუ იმ საკითხზე და ხშირად კომენტარებს აკეთებენ, რომ გამოვიდნენ მაშინ და თქვეს, რომ უსწრაფესად უნდა დასრულდეს 20 ივნისის დარბევის გამოძიება და ჩვენ ველოდებით ამ გამოძიებას, გამოუძიებელ საკითხზე - მთავარი ფიგურანტის დაწინაურებაზე, ერთი კომენტარი რატომ ვერ გავიგონეთ? შეიძლება პარტნიორი ხარ და თქვა, რომ მე არ ვერევი ქვეყნის შიდა საქმეებში, მაგრამ როცა შენ ამაზე კომენტარი გაკეთებული გაქვს, რომ ელი გამოძიებას, გამოუძიებელი საქმის ფიგურანტის დაწინაურებაზე რატომ არ არის კომენტარი?!“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ.

 

ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი