კომპანია „არქიმ“ დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, ერთადერთი ტროტუარი სრულად მიითვისა
21-10-2019, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამშენებლო კომპანია „არქიმ“ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, მრავალსართულიანი კორპუსების კომპლექსის მშენებლობის გამო, ტროტუარი მთლიანად შეღობა და მოქალაქეებს ფეხით გადაადგილება სრულად შეუზღუდა.

 

 

დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე „არქი“ რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს აშენებს და ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარი მთლიანად მოაქცია თავის შემოღობილ ტერიტორიაზე, რითაც აღნიშნულ მონაკვეთზე - რამდენიმე ასეულ მეტრზე - ფეხით მოსიარულეებს მათთვის განკუთვნილ სივრცეში გადაადგილების საშუალება სრულად შეუზღუდა, რის გამოც ქვეითები იძულებული არიან ავტომანქანებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე გადავიდნენ.

 


ფართო ტროტუარის შემოღობვის გარდა, „არქის“ სამშენებლო სივრციდან წვიმიან ამინდებში მოძრავ დიდი ზომის სატვირთო ავტომანქანებს ფარნავაზ მეფის გამზირზე დიდი რაოდენობით ტალახიც შემოაქვთ.

 


GUARDIAN.GE აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე ადგილობრივს გაესაუბრა.

 

 

„ეს უკვე მართლაც რომ მეტისმეტია. როგორ შეიძლება ვიღაც სამშენებლო კომპანიამ მთლიანად შემოღობოს ტროტუარი და გადაგვიკეტოს გზა. მე აქ რეგულარულად ვვარჯიშობ, დავრბივარ და იძულებული ვარ გადავიდე ტრასაზე, იქაც ხშირად შუა გზაზე გიწევს მოძრაობა თუ სირბილი, რადგან გზის ორი ხაზი სისტემატურად სატვირთო ავტომანქანებს აქვთ დაკავებული, არადა, შეხედეთ, თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება რომ ირბინოთ. კარგი, სირბილს თავი დავანებოთ, აქ ხალხი ხომ დადის, მოკლედ პატრონი არ ჰყავს არც ამ უბანს და არც ამ ქალაქს“, უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

 

 

მეორე ადგილობრივმა მცხოვრებმა კი დაამტა: „მე რომ ამ ქალაქის მერი ვიყო, ისე სამაგალითოდ დავსჯიდი ასეთ თავხედ სამშენებლო კომპანიებს, რომ არასდროს გასჩენოდათ სურვილი კანონის დარღვევის, მაგრამ ესენი [სამშენებლო კომპანიები და თბილისის მერია] მგონი ერთად არიან. ყველა კორპუსის მშენებლობის უკან დიდი ფული ტრიალებს. 8-10 სართულიანი კორპუსების ნაცვლად 18-20 სართულიანებს რომ აშენებენ, დავიჯერო ასე მარტივად ახერხებენ მშენებლები ნებართვების მიღებას? აი, აქვე, ხომ უყურებთ ერთ-ერთ კორპუსს, 18 სართულიანს, შარშან რამდენიმე თვე იყო გაჩერებული, რადგან ნებართვა თურმე მხოლოდ 10-სართულიანის ჰქონდათ, თუმცა როგორც ჩანს, გადაიხადეს კარგა გვარიანად და ერთი მაგდენი დააშენებინეს. მე რომ დამჭირდეს, ავტოფარეხს 5 სმ-ით ვერ გავაფართოებ და ესენი ხომ ხედავთ როგორი თავგასულები არიან. კარგი, ააშენე, მაგრამ ტროტუარი როგორ შეიძლება მიითვისო. საერთოდ ბნელა?!“

 


GUARDIAN.GE იმის გასარკვევად, თუ რატომ შემოღობა „არქიმ“ მისი სამშენებლო სივრცის გასწვრივ ტროტუარი სრულად, კომპანიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საქმის კურსში არ არიან და მდგომარეობაში გარკვევის შემდეგ თავად დაუკავშირდებოდნენ ახალი ამბების სააგენტოს, თუმცა პირობა არ შეასრულეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი