თავდაცვის ძალების მეთაურს საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენის კომანდირის მედალი გადაეცა
12-11-2019, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენის კომანდირის მედალი საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლამ გადასცა.

 


ელჩმა ქართველ გენერალს საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენის კომანდირის მედალი ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის გადასცა და აღნიშნა, რომ მედალი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ფრანგი სამხედროების მხარდამხარ ქართული კონტიგენტის მონაწილეობისა და სამთო კუთხით თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.  

 


ფრანგმა დიპლომატმა თავდაცვის ძალების მეთაურს, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.



თავდაცვის ეროვნული მედალი მიენიჭა ასევე, ქართველ ოფიცრებს - პოლკოვნიკ გიორგი შენგელიასა და კაპიტან კახაბერ ასათიანს მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიებში მონაწილეობისთვის.



საფრანგეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი