საქართველოს ყოფილი პრემიერი-მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში აქტიურ მოღვაწეობას 20 წლის განმავლობაში აპირებს.
"თუ დაპირებული ვარ, არ ახსოვს კაცს ჩემგან გატეხილი სიტყვა. სანამ კიდევ ჯანი მექნება, 20 წლის განმავლობაში ხალხის სამსახურში ვიქნები, სანამ აყვავებულ ქვეყანას არ ჩაგაბარებთ" - აღნიშნულია ივანიშვილის სიტყვები ორგანიზაცია "მოქალაქეს" ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ში, რომელიც გუშინ გააქტიურდა.
სწორედ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ივანიშვილის მიერ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის შესახებ. ორგანიზაციის ხედვებზე, მიზნებსა და გეგმებზე ბიძინა ივანიშვილი 28 იანვარს მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.