ერთად აღნიშნეს გიორგობის დღესასწაული კიევში ძველმა ოპონენტებმა - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლებმა - გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა.
გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი მადლობა უხდის სანიკიძეს და გელბახიანს კიევში ჩასვლისათვის და ამბობს, რომ „გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ვეღარაფერი დაუდგება წინ“.
„გიორგობის დღეს ჩვენ შევხვდით ჩვენ ძველ თანამებრძლებთან და ასევე ოპონენტებთან ერთად ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით. მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე. დღეს არის დიდი დღესასწაული და ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა - საქართველო, ყველა თაობას. ნახეთ, რა მაგარი ახალი თაობა წამოვიდა და ჩვენი ამოცანა არის ამ ახალგაზრდებს გავუხსნათ გზა საქართველოს გადარჩენისკენ და საქართველოს მართვისკენ. ძალიან მადლობელი ვარ გუბაზისაც, ვალერისაც, ჩვენი ბიჭებისაც, რომ ჩამოვიდნენ აქ კიევში და ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა, ძალიან საინტერესო და ჩემთვის ნიშანდობლივი. მართლაც ყველაფერს ასაკთან, დროსთან ერთად, გამოცდილებასთან ერთად ძალიან ბევრ რამეს გადახედავას ადამიანი და ძალიან ბევრი რამ ჩანს სხვანაირად დროის გადმოსახედიდან. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ვეღარაფერი დაუდგება წინ აბსოლუტურად. ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გუბაზ სანიკიძემ კი აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრით „ჩვენ გარკვეულწილად ჩვენ თავსაც გადავახტით და მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს, ჩვენს ეგოიზმს“.
„გილოცავთ ქართველებო გიორგობას. მრავალს დაესწარით. წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას, ამ ქვეყნას, უკრაინას, ჩვენს მოძმე ქვეყანას. ტყუპისცალები ვართ გაჭირვებაში ჩვენ და უკრაინელები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით. მინდა მოგილოცოთ ყველას და მოგიწოდოთ, ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სხვაგან სამშობლო არა გვაქვს. ჩვენ სამოთხეს ვერსად ვერ მოვაწყობთ გარდა ჩვენი სამშობლოსი და გაიხარეთ, იბედნიერეთ. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი. ჩვენ გარკვეულწილად ჩვენ თავსაც გადავახტით და მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს, ჩვენს ეგოიზმს და მიგვაჩნია ერთი რამ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა არის ჩვენი გამოსავალი, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი და ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამას იმიტომ, რომ ჩვენ წესით უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.