ლეფორი: "არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში"
21-01-2014, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ არავინ უნდა „შეეცადოს“ ამ პოზიციის „არასწორ ინტერპრეტაციას“.


მან ეს კომენტარი რუსული საინფორმაციო სააგენტოს „რეგნუმის“ ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც დაწერა 20 იანვარს: „სამხრეთ ოსეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი რესპუბლიკის მოსახლეობამ დიდი ხნის წინ განსაზღვრა და ამ პოზიციის შეცვლა ფაქტიურად შეუძლებელია. ამის თაობაზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, ფილიპ ლეფორმა განაცხადა ცხინვალში 20 იანვარს“. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტომ „რეს“-მა მას შემდეგ, რაც ლეფორი 20 იანვარს ცხინვალში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა.


„ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ამაში არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და არც უნდა შეეცადონ მის არასწორად ინტერპრეტაციას“, – განუცხადა ლეფორმა Civil.ge–ს ერევნიდან ტელეფონით 21 იანვარს.


რუსული და სამხრეთ ოსური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციები 21 იანვარს ქართულმა მედიამ აიტაცა, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა მას ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული „სკანდალური განცხადება“ უწოდა.

 

ამ ინფორმაციის კომენტირებისას, ლეფორის განმარტებამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 21 იანვარს, რომ იგი შეეკითხება ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს რამდენად შეესაბამება სიმართლეს მასზე დაყრდნობით რუსული და ოსური მედიით გავრცელებული განცხადება, როდესაც ის ლეფორს 22 იანვარს თბილისში შეხვდება.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, რომელიც საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელია ჟენევის დისკუსიებზე, განაცხადა: „არასდროს მას [ლეფორს] საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება არ გაუკეთებია. იგი, როგორც თანათავმჯდომარე, იყო მიუკერძოებელი და ყოველთვის უძღვებოდა შესაბამისად ამ მოლაპარაკების პროცესს. ამიტომ, მე ძალიან გამიკვირდა და მინდა განვაცხადო, რომ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის სიმართლე“.

 

http://civil.ge/geo/article.php?id=27755

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი