ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმ მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, რეკომენდაციას აძლევს და აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მხრიდან მათი კლიენტებისადმი, რომელთაც კურსის ცვლილების გამო სესხების დაფარვა უჭირთ, მუქარა ე.წ. შავ სიაში მოხვედრის თაობაზე მიუღებელია.
„მოსახლეობის ნაწილს გაურთულდა სესხების მომსახურება, განსაკუთრებით მათ, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი გაეზარდათ სესხის მომსახურების ტვირთი. შესაბამისად, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, მათ უნდა მიაკითხონ კომერციულ ბანკებს და მოსთხოვონ მათ რესტრუქტურიზაცია საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებების. ხოლო მეორე მხრივ, ბანკებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური მოქნილობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკისრონ არც გაზრდილი პროცენტი, არც არანაირი დამატებითი საურავები რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ. მითუმეტეს, მიუღებელია მუქარა ე.წ. შავ სიაში მოხვედრით და ა. შ.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.