ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა
06-02-2020, 06:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი სენატში, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტის თანაპარტიელი „რესპუბლიკელები“ შეადგენენ არ შედგა და მისთვის წაყენებულ ორივე ბრალდებაში - ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელისშეშლაში - გამართლდა 52 ხმით 48-ის და 53-47-ის წინააღმდეგ - შესაბამისად. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100-კაციან სენატში ხმების 2/3 ანუ სულ მცირე 67 სენატორის თანხმობა იყო საჭირო. 

 

 

გასული წლის დეკემბერში კონგრესის ქვედა პალატის მიერ, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლობენ, ტრამპისთვის ორი მუხლით იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, ოთხშაბათს, 5 თებერვალს, ისტორიული კენჭისყრისას სენატორთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი უდანაშაულოა და მხარი არ დაუჭირა კენჭისყრაზე გატანილ მისი თანამდებობიდან ჩამოცილების საკითხს. ეს ასე რომ არ მომხდარიყო, ტრამპს ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის უნდა გადაებარებინა და პირველი იმპიჩმენტის გზით თანამდებობიდან წასული პრეზიდენტი იქნებოდა, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით იყრიდა კენჭს.

 

 

მით რომნი, იუტას შტატიდან, ერთადერთი „რესპუბლიკელი“ სენატორი იყო, რომელმაც ტრამპისადმი წაყენებულ პირველ ბრალდებას - ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ტრამპის მეტოქის, ჯო ბაიდენის და უკრაინაში ბიზნესში ჩართული მისი ვაჟის წინააღმდეგ ზეწოლის განხორციელებას გულისხმობდა - მხარი დაუჭირა.

 


„დემოკრატების“ იმედის მიუხედავად, რომ ორი სხვა ზომიერი „რესპუბლიკელიც“ - სიუზან კოლინსი, მეინიდან და ლიზა მაკროვსკი, ალასკადან - შეუერთდებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემას, ეს ასე არ მოხდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი