თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ყოფილი პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში კვლავ აქტიურად ჩართვის სურვილს გამოხატავს და აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.
სოციალურ ქსელში მან ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა: "ონი-ამბროლაური-ცაგერის რაიონებში ვიყრი მე კენჭს, ან თბილისში "პლეხანოვზე". ვნახოთ, მომიგებს ვინმე?" -წერს Facebook -ზე ნიკო ლეკიშვილი.
2016 წლის მოწვევის პარლამენტში თბილისს სავარაუდოდ - 19 მაჟორიტარი დეპუტატი, ქუთაისსა და ბათუმს სამ-სამი, ხოლო რუსთავს, ფოთს, მარნეულს, გორსა, ზუგდიდს, ორ-ორი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
მმართველ კოალიციაში მაჟორიტარული ოლქების ე.წ. გამოთანაბრების სამუშაო, არაოფიციალური ვარიანტი მზად არის, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ქალაქებიდან მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა გაიზრდება.
ამავე სამუშაო გეგმის თანახმად, ერთიანდება და ერთი მაჟორიტარით იქნება წარმოდგენილი არაერთი საარჩევნო ოლქი, მათ შორის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, ონის, ამბროლაურისა და ცაგერის დღეს ცალ-ცალკე არსებული 3 მაჟორიტარული ოლქიდან 2016 წელს ერთი ოლქი იქნება წარმოდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.