„ჩემი ფეხით მივდივარ ციხეში. არ მინდა, რომ თმა ჩამოუვარდეს რომელიმე ოპოზიციის აქტივისტს იმიტომ, რომ ბრძოლა წინაა და მე ვფიქრობ, ასეთი საქციელით მეტ სტიმულს მივცემ ჩემს თანამოაზრეებს. ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. მერე რამ რომ ციხეა. ვინ შეშინებულა... 3 წელი მომისაჯეს, მაგრამ ვფიქრობ რომ არჩევნებიდან მალე გამოვალ, ისევე როგორც სხვებიც იმიტომ, რომ ვინ მიიღებს თადუმაძის სამართალს. ის შარშანდელი თოვლივით გაქრება ივანიშვილთან ერთად“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „მთავარ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ე.წ. მატროსოვის ციხისკენ მიმავალ გზაზე, ავტომანქანაში, სადაც მის გვერდით თავისი ქალიშვილი იჯდა.
უგულავამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ „რუსეთთან ტანდემში“ იქნება შესაძლებელი და ის „ომსაც დაიწყებს, თუ თავის ძალაუფლებას დაემუქრა საფრთხე“.
„ამ ადამიანს ესმის მარტო მუშტის ენა და ვერ ხვდება, რომ საზოგადოებას ამას ანახებს და საზოგადოების რეაქცია ის კი არ იქნება, რომ წავალთ სახლში და ხელს ჩავიქნევთ. თუ ყველა დარწმუნდა, რომ მარტო მუშტის ენა ესმის, დამთავრდება იმით, რომ ამ მუშტს მოარტყამენ ცხვირ-პირში და დაამთავრებს ამით და დაამთავრებს ძალიან ცუდად... დღეს აბსოლუტურად მარტო არის „ქართული ოცნება“, ყველაზე მარგინალური პატარა ჯგუფებიც კი ერიდებიან მასთან ურთიერთობას, ასეთ მდგომარეობაში შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირიც“ კი არ იყო, ბოლოშიც კი. შეუძლებელია ივანიშვილმა შეინარჩუნოს ხელისუფლება და ჩვენი გეოპოლიტიკური ვექტორი არ შეიცვალოს. ასე ხელისუფლებას მარტო რუსეთთან ტანდემში შეინარჩუნებს.
„ივანიშვილს ერთადერთი კოზირი აქვს, რასაც ჩემი აზრით შეეცდება, რომ გაათამაშოს არჩევნებზე. ეს არის, რომ აი ჩემი ეპოქა პირველია, რომელშიც ქვეყანას არ უომია. ჩვენ იმიტომ გვინდა პროპორციული არჩევნები, რომ არ იყოს ერთ ხელში ძალაუფლება კონცენტრირებული. ის, მათ შორის ომსაც დაიწყებს, თუ თავის ძალაუფლებას დაემუქრა საფრთხე. ახლა საკუთარ ხალხს ეომება, აბა დათვის ტყვიები რომ დაუშინა, რა იყო, საკუთარ ხალხთან ომი იყო ხომ? ამიტომ რუსეთის კარტის გათამაშებას ეცდება. რუსეთი ამაში მას დაეხმარება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ ეს არის ჩვეულებრივი ხაფანგი და ამიდან არაფერი გამოვა, რომ ეს კაცი უბრალოდ ჩაგვაბარებს რუსეთს, ჩაგვაბარებს რუსეთს და უნდა კარგად გვესმოდეს, რომ დასავლეთი წუხილს გამოხატავს და ვერაფერს ვერ იზამენ თუ ჩვენ არ მოვინდომეთ, ჩვენ არ ვიბრძოლეთ“, განაცხადა უგულავამ და დაამატა, რომ მას არაფერი მოუპარავს ქართული სახელმწიფოსთვის.
„ყველას მინდა ავუხსნა მარტივად და მოკლედ. მე არავინ არ მედავება, ესენიც კი, რომელთაც ვძულვარ, მე-7 წელიწადია დამსდევენ და ყველაფერს ცდილობენ გააკეთონ, ესენიც კი ვერ მედავებიან ვერაფერს, რომ მე რამე წავიღე სახლში. მე ესენი მედავებიან იმას, რომ ხალხი, რომელიც დავასაქმე სხვადასხვა სამსახურში, იყვნენ პარტიულები. ახლა მითხარით, რა ხდება დღეს, გინდა თბილისის და გინდა სხვა ქვეყნების ქალაქების მერიებში. ეს არის პრობლემა ზოგადად, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან არსებობს იმიტომ, რომ სახელმწიფო და პარტია ერთი და იგივეს ნიშნავდა და რომელი ახალი მმართველობაც მოდის, ნიშნავს თავისას. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა შევცვალოთ, მაგრამ ასეთი ფორმით ვერ შევცლით იმიტომ, რომ ამ სტანდარტით კალაძე 8-ჯერ დასაჭერია და ნებისმიერი, აი, პოპულარული მერი რომ არის საწყალი, ალბათ ისიც დასაჭერია იმიტომ, რომ ყველა დასაჭერია... მე არაფერი მომიპარია ჩემი სახელმწიფოსთვის და ბრიყვია ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ რამეს მოვიპარავდით. ეს თქვენ ხართ „ქართული ოცნება“ დროებით მოსული, არც იდეა გაქვთ და არც არაფერი და საშოვარზე არიან და გასაქცევად ემზადებიან და რა დათხვლიფონ და წააყოლონ ხელს, ეს არის განსხვავება ვარდების რევოლუციის მთავრობასა და იმ რაღაც ნეო-ცეხავიკების თაობას შორის, რომელიც ივანიშვილის სახით დღეს მოაჯდა ქვეყანას, რომელსაც აუცილებლად მოვაშორებთ ძალიან მალე. წელს მოხდება ეს ყველაფერი“, აღნიშნა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.