„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს. 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალა მოგცეთ მამაზეციერმა“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური და სხვანი.
საპატრიარქოს ცნობით, სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში.
ითქვა თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სიახლეებზეც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.
მან დალოცა სტუმრები და იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად გაძლიერდება მთა და ჩვენი ქვეყანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.