ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე ჰესის დეველოპერი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ლარსის ჰესის" დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ახალი ჰიდროელექტროსადგური დერივაციული ტიპისაა.
კომპანიამ დაბა ყაზბეგში, მდინარე თერგზე "ლარსი ჰესის" მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ჰესის მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და 150 ადამიანი დასაქმდა. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი, ობიექტზე 40 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
"სასაზღვრო ზონაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პოლიტიკურად მოტივირებული ფაქტია. "ლარსი ჰესის" მშენებლობით უმწვავესი პრობლემის - მთის მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებადა ცხოვრებისთვის შესაფერისი სოციალური პირობების შექმნაა შესაძლებელი. ჩემთვის ამობიექტის გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანია - უპირველეს ყოვლისა ის, რომ ახალი სიმძლავრე ემატება ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემას და გასული წლის გამვალობაში ეს არის მესამე ამოქმედებული ენერგოობიექტი. ესეთი ობიექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა.
როგორც ვიცი მოწესრიგდა მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ულამაზეს ხეობაში, სადაც ტურისტული თუ კომერციული მარშუტები გადის, იქნება სასტუმროები, კვების ობიექტები, იქნება მუდმივი ელექტომომარაგება, ხალხიიქნება დასაქმებული, მოსახლეობა იქნება მოვლენების ეპიცენტრში, ახალგაზრდობისთვის აქ დარჩენა იქნება უკვე საინტერესო და მიმზიდველი და რეგიონი ფეხზე დადგება" - განაცხადა კალაძემ.
http://www.newspress.ge/ekonomika/35752-energetikis-ministrma-larsi-hesi-gakhsna.html
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.