იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის აფეთქების გამო, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა და უნივერსიტეტი 2 კვირით იხურება
04-03-2020, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლასა და უნივერსიტეტს 2 კვირით დახურავს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებას უკავშირდება, იტყობინება BBC ახალი ამბების სააგენტო „ანსაზე“ დაყრდნობით.

 


ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალმა კორონავირუსმა 79 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

120 სკოლა დახურა საფრანგეთმა პარიზთან ახლოს, იმ რაიონებში, სადაც კორონავირუსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.  ქვეყნის განათლების მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შედეგად 35 000 მოსწავლე აღარ ივლის სკოლებში.  

 

 

ბრიუსელში კი, ევროკავშირის ოფიციალური პირისთვის კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა. მამაკაცი, რომელიც ევროპული თავდაცვის სააგენტოს წევრია, ახლახან დაბრუნდა იტალიიდან, თუმცა სააგენტოს წარმომადგენელმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ეს მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ბრიუსელში ევროკავშირის სხვა თანამშრომლებთან ერთად ხანგრძლივ, დაახლოებით ნახევარსაათან შეხვედრას ესწრებოდა მანამდე, სანამ მას ახალი ვირუსით დაინფიცირება დაუდგინდებოდა.

 


ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროკავშირის მთავარ შტაბ-ბინაში ყველა დაგეგმილი შეხვედრა 13 მარტამდეა გაუქმებული.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, რომელიც კორონავირუსის კრიზისის საპასუხო შტაბს ხელმძღვანელობს, ხაზი გაუსვა, რომ ახლა ნებისმიერი ამერიკელის ტესტირება მოხდება ვირუსზე, თუკი ექიმები ამას საჭიროდ მიიჩნევენ.

 


„როდესაც მე ზოგიერთი შტატის ოფიციალურ პირს ვესაუბრე, ისეთი შეგრძნება იყო, რომ ტესტები არ იქნებოდა გამოყენებული იმ ადამიანებისადმი, რომელთაც რბილი სიმპტომები ექნებოდათ. ჩვენ ვაქვეყნებთ მკაფიო სახელმძღვანელოს, როემელიც ექიმის ბრძანების დამორჩილებას მოითხოვს, რომ ყველა ამერიკელი შეიძლება დაექვემდებაროს ტესტირებას“, უთხრა პენსმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

 


როგორც BBC იუწყება, ამან წარმოშვა შეკითხვები იმის თაობაზე, რამდენად სწრაფად შეიძლება შეძლოს მთავრობამ ტესტირების აღჭურვილობის პროდუქციის გაზრდა და ასევე, რამდენი უნდა გადაიხადოს პაციენტმა ტესტირებისათვის.

 


ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით 9 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან ყველა ვაშინგტონის შტატში ცხოვრობდა.

 

 

ინდოეთში „მეთვალყურეობის ქვეშ“ 27 000 ადამიანია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შესული 600 000 მგზავრის სკრინინგი განხორციელდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰარშ ვარდჰანმა განაცხადა, რომ ინდოეთი „პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელიც აფეთქებისთვის მოემზადა“ და მან სკრინინგი 17 იანვარს დაიწყო, ორი კვირით ადრე, ვიდრე ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა.

 

 

თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგება, თუკი იქ ახალი კორონავირუსი იფეთქებს.

 

 

რა არის კორონავირუსის, „კოვიდ-19“-ის სიმპტომები?

 

 

ვირუსი სიცხით და ციებ-ცხელებით იწყება, მას მშრალი ხველება მოჰყვება, ერთი კვირის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა იჩენს თავს და ზოგიერთ პაციენტს საავადმყოფოს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ესაჭიროება.

 

 

ეს სიმპტომები თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ კორონავირუსი გაქვთ, რადგან ისინი უფრო ფართოდ გავრცელებული ვირუსების, გაციების და გრიპის მსგავსია.

 

 

 

 

უმეტესი მწვავე შემთხვევებისას, კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება), მწვავე რესპირატორული სინდრომი, რამდენიმე ორგანოს გათიშვა და თვით სიკვდილიც კი.

 

 

ხანდაზმულები და წინასწარ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები (ასთმის, დიაბეტის, გულის დაავადების მქონენი) უფრო მეტად არის მოსალოდნელი რომ მძიმე ფორმით დაავადნენ.

 

 

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი - ინფექციის შეყრიდან რაიმე სიმპტომის გამოვლენამდე - 14 დღემდე გრძელდება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს. მაგრამ ზოგიერთი მკველვარი მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი შესაძლოა 24 დღეც გაგრძელდეს.

 

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი?

 

 

ჯანდაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის და მისგან თავის დაღწევისთვის არსებითია ხელების რეგულარულად დაბანა.

 

 

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როგორ ვრცელდება კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე, მიუხედავად ამისა, მსგავსი ვირუსები იმ წვეთებისაგან ვრცელდება, რომელსაც ხველებისას ან ცემინებისას ინფექციის მქონე ადამიანი წარმოშობს.

 

 

ასე რომ, ხველებისა და ცემინებისას ხელსახოცების გამოყენება, დაუბანელი ხელებით სახეზე შეხების არდაშვება და ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტის მორიდება მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავის დასაცავად.

 

 

რამდენად მომაკვდინებელია კორონავირუსი და როგორია უკეთესად გახდომის შანსები?

 

 

ხუთიდან 4 ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი ეყრება, მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 56 000 პაციენტზე დაკვირვებით იუწყება.

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად:

 

 

მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება 80%-ს

 

 

მწვავე სიმპტომები 14%-ს

 

 

6% კი კრიტიკულად ავადდება

 

 

დაავადებისაგან გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი დაბალია (1%-დან 2%-ამდე), მაგრამ მაჩვენებელი არასანდოა, წერს BBC და განაგრძობს, რომ ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ მკურნალობის პროცესშია და შესაძლოა მათგან არაერთი გარდაიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ასევე ისიც უცნობია, რამდენი მსუბუქ ფორმაში მიმდინარე ავადმყოფობა არ არის აღრიცხული - ასე რომ შესაძლოა სიკვდილიანობის პროცენტი უფრო დაბალიც კი იყოს.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი