საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიის მთელ ტერიტორიაზე მოქმედების წესებს აქვეყნებს.
რომში მოქმედი ქართული საელჩოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ La Gazzetta Ufficiale-მ გამოაქვეყნა იტალიის პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება – „მე ვრჩები სახლში“, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და ძალაშია 3 აპრილამდე.
„მოქმედების წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე:
ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.
ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება;
საგანგებო სიტუაციები;
ჯანმრთელობის მიზეზები;
სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება!
ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრი იკრძალება, გარდა დახურული კარების მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა;
დასაშვებია სპორტული ვარჯიში გარეთ, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები შეინარჩუნებენ ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას;
ვისაც სხეულის ტემპერატურა 37,5 ° C- ზე მაღალი აქვს, „მკაცრად რეკომენდირებულია“ სახლში დარჩენა;
ვინც თვითიზოლაციაშია, უნდა დარჩეს სახლში;
ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ თანამშრომლებს შვებულებაში გასვლასა და დასვენებაში;
ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია;
გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება;
ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია;
ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დამკძალავი პროცესია, შეწყვეტილია;
ბარებსა და რესტორნებში საქმიანობა ნებადართულია დილის 0:006 საათიდან 18:00 სთ-მდე, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ;
დაიშვება ყველა სხვა კომერციული საქმიანობა იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ;
კვირის ბოლოს საშუალო და დიდი მაღაზიები (მაგალითად, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და ბაზრები) დაიხურება;
სპორტული დარბაზი, სპორტული ცენტრები, საცურაო აუზები, სპა ცენტრები და გამაჯანსაღებელი კურორტები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ცენტრები დაიხურება;
მართვის მოწმობის ყველა გამოცდა შეჩერდება“, – აღნიშნულია იტალიაში მოქმედი ქართული საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.