ანგელა მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ გერმანიის მოსახლეობის 70%-ს - 58 მილიონ ადამიანს - შესაძლოა კორონავირუსი შეეყაროს
11-03-2020, 18:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს - დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს - შესაძლოა კორონავირუსი შეეყაროს.

 


მერკელმა აღნიშნული პროგნოზის შესახებ ოთხშაბათს, პრესკონფერენციაზე, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან, ჯენს სპანთან გვერდით მდგომმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რადგან ინფექციის წამალი არ არსებობს, ფოკუსირება ვირუსის გავრცელების შენელებაზე უნდა მოხდეს.

 


გერმანიაში, სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 296 შეადგინა, გარდაცვლილია სამი პაციენტი.

 

 

მერკელის გაფრთხილებამდე ევროპაში ყველაზე მეტად, მსოფლიოში კი, ჩინეთის შემდეგ მეორე ყველაზე უფრო მეტად დაზარალებულმა ქვეყანამ, იტალიამ მთელი თავისი მოსახლეობის - 60 მილიონი ადამიანის - თვითიზოლაციაში მოქცევისა და სკოლების, სპორტული დარბაზების, მუზეუმების, ღამის კლუბებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ და სიკვდილიანობამ მკვეთრად იმატა. ოთხშაბათს იტალიში უკვე ინფირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 600-ს.

 


იტალიის პრემიერ მინისტრმა კორონავირუსის აფეთქებასთან გასამკლავებლად 25 მილიარდი ევროს გამოყოფა მოითხოვა, მაშინ როცა გასულ კვირას მისი გათვლით ამ თანხის მესამედზე ნაკლები, 7.5 მილიარდი ევრო იყო საჭირო.

 


დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე პოზიტიური შედეგი აჩვენა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ნადინ დორისის შემოწმებამ. იგი სახლში თვით-იზოლაციაში იმყოფება.

 


მსოფლიოში ათასობით ავიარეისია გაუქმებული და ავიაკომპანიები დიდ ზარალს განიცდიან. მგზავრთა ნაკადი ისეა შემცირებული, რომ ხშირად მათი თვითმფრინავები თითქმის ცარიელი დაფრინავენ.

 


ჩინეთში, სადაც აქამდე უცნობი კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გამოვლინდა, ინფექცია 80 754 ადამიანს შეეყარა - აბსოლუტურ უმრავლესობას ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში - გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 136-ს შეადგენს. მაგრამ სამშაბათს უკვე ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვუხანს ესტუმრა, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრს, და პეკინს გზავნილი მიაწოდა, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

 

 

მისი ვიზიტი ვუხანში იმ ფონზე შედგა, რაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სამშაბათს ვირუსით ყველაზე მცირე რაოდენობის, მხოლოდ 19 ადამიანის ინფიცირებას ჰქონდა ადგილი - ყველა შემთხვევა ვუხანში მყოფთ დაუდგინდა, გარდა ორი პირისა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ იქ.

  


სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინი ვუხანში სამშაბათს ჩავიდა, რათა პროვინციაში ეპიდემიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები შეამოწომოს და მიმდინარე სამუშაოები გააკონტროლოს.

 


ვუხანი და ჰუბეის პროვინცია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად უკვე კარგა ხანია ჩაკეტილია. პრეზიდენტი თვითიზოლირებულ ქალაქში მოსახლეობას შეხვდა.

 


ვიზიტისას მან გამოაცხადა, რომ ჰუბეის პროვინციასა და ვუხანში დაავადების გავრცელება „ძირითადად შეჩერებულია“.

 


„მდგომარეობის სტაბილიზაციის და პროცესების ნორმალურ კალაპოტში ჩასადგომად ჰუბეისა და ვუხანში პირველადი წარმატება მიღწეულია“, თქვა მან.

 


ჩინეთის სახელმწიფო მედია ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ სი ძინპინის ვიზიტმა „მძლავრი სიგნალი გაუგზავნა მთელ ქვეყანას და მსოფლიოს, რომ ჩინეთი აფეთქების ყველაზე საშინელი მომენტიდან გამოდის“.

 


პრეზიდენტი ასევე 10 დღეში დასრულებულ დროებით საავადმყოფოს ესტუმრა. ვიზიტის ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ იგი საავადმყოფოს მედპერსონალს და პაციენტებს ვიდეო კავშირის საშუალებით ესაუბრება.

 


ძინპინის ვიზიტიდან მალევე, სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ჩინეთში ყველა, 14-ივე დროებითი საავადმყოფო დაიხურა.

 

  

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი