პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია ახალი კორონავირუსის აფეთქება შეერთებულ შტატებში „ივლისამდე ან აგვისტომდე და შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც“ გაგრძელდეს
17-03-2020, 00:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ამ წუთებში თეთრ სახლში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელია, რომ გაგრძელდეს „ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც“.

 

 

ტრამპმა თქვა:

 

  • ამერიკის მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია მოერიდონ ბარებში, რესტორნებში და საჯარო სივრცეებში სიარულსა და ასევე არასაჭირო მგზავრობას

 

  • 10 ან 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება თავიდან უნდა იყოს არიდებული

 

  •  ამჟამად არ არსებობს გეგმები მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადების თაობაზე, რადგან მისი თქმით, ადამიანები შეერთებულ შტატებში უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

 

  •  კორონავირუსის აფეთქების გამო ამერიკის შეერთებული შტატები შესაძლოა რეცესიისაკენ მიემართებოდეს

 

ტრამპმა ასევე თქვა, რომ კორონავირუსი კონტროლის ქვეშ არ არის. 

 

 

შეერთებული შტატების საფონდო ბირჟამ ორშაბათ დილით დროებით შეაჩერა ვაჭრობა მას შემდეგ, რაც S&P 500-ის ინდექსი გახსნისას 8%-ით დაეცა. ასეთი რამ ბოლო 6 დღეში უკვე მესამედ მოხდა.

 


საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა არ შეჩერდა იმის მიუხედავად, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალურმა ბანკებმა კოორდინირებული ძალისხმევის შესახებ გამოაცხადეს, რათა შეამსუბუქონ კორონავირუსის გავრცელებიდან მომდინარე ფინანსური და ეკონომიკური შედეგები.

 


The Dow Jones-ის სამრეწველო საწარმოს აქციების საშუალო მაჩვენებელიც ასვეე დაეცა - 9.7%-ით და ორშაბათ საღამოს 12.9%-ით დაიხურა, რაც BBC-ის ცნობით, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბაზრებს შიში აქვთ, რომ ჰორიზონტზე შესაძლოა გლობალური რეცესია მოჩანდეს. ეს ყველაზე დიდი პროცენტული დღიური ვარდნაა მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა იფეთქა, და ყველაზე დიდი ვარდნა ერთ დღეში 1987 წლის შავი ორშაბათის გაკოტრების შემდეგ.

 

 

კორონავირუსის მასობრვი გავრცელების საფრთხის ფონზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატებიც ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამერიკელებმა ახალ რეალობაში გაიღვიძეს - სკოლები, რესტორნები, ბარები, თეატრები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები დაკეტილია, ხოლო გაღებული სუპერმარკეტების თაროები პროდუქტებისაგან თითქმის დაცარიელებულია, ბიზნესის არაერთმა სექტორმა დროებით შეაჩერა მუშაობა, რითაც მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე დადგა.  

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ იორკში, ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასში დაიხურა ბარები და რესტორნები. ნიუ იორკში ასევე დაიკეტა სკოლები და თეატრებიც. ამასობაში ამერიკის 29 შტატმა გამოაცხადა, რომ მათ სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.   

 

 

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა კვირას საპროცენტო განაკვეთი შეამცირა და თითქმის ნულამდე დაიყვანა, რათა ქვეყნის ეკონომიკას დაეხმაროს. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ნაბიჯს „არაჩვეულებრივი“ და „ძალიან კარგი ახალი ამბავი“ უწოდა.

 

 

აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, 79 წლის ექიმმა ანტონი ფაუჩიმ კი განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის ტესტირების ახალ ფაზაში შედის და ამერიკას „ყველაზე უარესი დღეები წინ ელოდება“.

  

 

ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ტესტირების ლაბორატორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართოვდება და 2 000-ზე მეტი ლაბორატორია ემატება და ქვეყანა მზად არის მოქალაქეებისთვის ტესტირების ჩასატარებლად. თეთრმა სახლმა ამერიკელებს მიმართა, რომ  ვირუსის გავრცელების კვალდაკვალ არ მოიმარაგონ სურსათი, რადგან ქვეყანაში საკვები პროდუქტების დიდი მარაგია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი