„ალი და ნინოს“ ქანდაკება ბათუმის ბულვარში ოფიციალურად გაიხსნა
12-09-2015, 01:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში "ალი და ნინოს" ქანდაკება გაიხსნა. სკულპტურის ადგილმონაცვლეობის დროს დაზიანებული ნინოს ნაწილიც სრულად აღდგენილია. ქანდაკება ძველი ადგილიდან 50 მეტრში "ეშმაკის ბორბლის" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.

 

 

გახსნის ცერემონიას ძეგლის ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძე დაესწრო. მან ძეგლის ადგილმონაცვლეობის დროს შექმნილი პრობლემის შესახებაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო იყო გულშემატკივრების გამოხმაურება:

 

 

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქანდაკების განთავსება დასრულდა, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა. სასიამოვნო იყო, რომ გავიგე ამდენი გულშემატკივარი ჰყავდა ნამუშევარს. რაც შეეხება ადგილს, მგონი კარგი ადგილია, ერთადერთი, რაც არა მგონია მხოლოდ ჩემი აზრი იყოს, ეშმაკის ბორბლის გვერდით ქანდაკებას ვერ გაიგებ, ესეც ატრაქციონია თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ან ეშმაკის ბორბალი შეიცვლის ადგილს ან ქანდაკება", - აღნიშნა თამარ კვესიტაძემ.

 


რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქანდაკების საყრდენი ფილის ირგვლივ მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო, მთლიანი კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და ირგვლივ ხის ძელსკამები დამონტაჟდა. მოძრავი რკინის ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა.

 


თამარ კვესიტაძის ნამუშევრის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 185 550 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "არნაბი 21" ასრულებდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი