იტალიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 032 შეადგინა
21-03-2020, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი შეადგინა - ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 627 ადამიანი, ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 4 032-ია. ქვეყანაში კორონავირუსის 47 021 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

იტალიამ სიკვდილიანობის მაჩვენებლით უკვე საკმაოდ გადააჭარბა ჩინეთს, სადაც BBC-ის ცნობით, ეპიდემიის პიკზეც კი დღე-ღამეში 150-ზე მეტი ადამიანი არ მომკვდარა - ეს კი იმ ფონზე, როცა ჩინეთის მოსახლეობა 2020 წლის მარტის მონაცემებით 1 439 323 776-ს შეადგენს, იტალიისა კი 64 000 000-ს.

 


ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობით მეოთხე ქვეყანა გახდა მსოფლიოში - ჩინეთის, იტალიის და ირანის შემდეგ. უახლესი მონაცემებით, ინფექციით დაღუპული პაციენტების რიცხვმა იქ 1 002-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, თითქმის 20 000-ია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 1588 ადამიანი.

 

 

საფრანგეთმა პარასკევს გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათში კიდევ 78 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში, ამ დრომდე სიკვდილიანობამ 450 შეადგინა, დაინფიცირებულია 12 612 ადამიანი.

 

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით („კოვიდ-19“) გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, დადასტურებული შემთხვევები კი თითქმის 250 000-ს შეადგენს.

 


ჩინეთმა, რომლის პროვინცია ჰუბეის ქალაქ უხანშიც დღემდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს იფეთქა, გამოაცხადა, რომ ოთხშაბათის შემდეგ, ქვეყანაში ადამიანთა შიდა დაინფიცირების შემთხვევა არც ხუთშაბათს გამოვლენილა.

 

 

ოთხშაბათი პირველი დღე იყო ჩინეთში, როდესაც ახალი კორონავირუსის არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანაში, სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, დღემდე 81 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა - 3 245 გარდაიცვალა, 70 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად ინფექციით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და მკურნალობას გადის.

 


ბოლო დღეებში ჩინეთი უკვე იმაზეა ფოკუსირებული, რომ ვირუსის საზღვარგარეთიდან შემოტანა აღკვეთოს. ბოლო პერიოდში გამოვლენილი მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა უცხო ქვეყნიდან შესულებს დაუდასტურდათ, ასე იყო ოთხშაბათსაც.

 


აფეთქების პიკზე, ჩინეთმა უმკაცრესი საკარანტინო ზომები გაატარა, შეზღუდა გადაადგილებები, რომ შეეჩერებინა გავრცელება, მაგრამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა და ახალი შემთხვევების საოცარი კლების მიუხედავად, ჩინეთი ჯერ კიდევ არ გამოსულა სრულად სახიფათო მდგომარეობიდან.

 


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლა ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ ახალი კორონავირუსის საზღვარგარეთიდან იმპორტირება მიიჩნია და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ქვეყანაში შემსვლელებზე კონტროლი. ჩინეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესულ ყველა მოქალაქეს საგულდაგულოდ ამოწმებს ან კარანტინში უშვებს.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი