საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენას მოითხოვენ
20-01-2014, 00:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად, დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.


აქცია, თსუ-ს პირველ კორპუსიდან მსვლელობით დაიწყება და კანცელარიასთან დასრულდება.

 

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მთავარი მოთხოვნაა - დაფიქსირდეს პოზიცია საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს განადგურებასთან დაკავშირებით. ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, უმოკლეს ვადებში, ძეგლს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აღუდგეს.

 

"სამწუხაროდ, ჯერჯერობით სახელმწიფო სტრუქტურები ვერ ახდენენ შესაბამის რეაგირებას, კულტურის სამინისტროს კომისია, რომელიც ადგილზე სიტუაციის შესასწავლად გაემგზავრა, კომპანიის მესვეურებმა მაღაროს ტერიტორიაზე არ შეუშვეს და ნებართვის გარეშე აგრძელებენ ძეგლის განადგურებას. თუ კულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროები შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, ჩვენ პროტესტის რადიკალურ ფორმებზე გადასვლა მოგვიწევს, რადგან კომპანია RMG Gold-მა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ობიექტები, ზოგიერთი ფსევდო არქეოლოგიური ასოციაციის დახმარებით გაანადგურა.


საყდრის-ყაჩაღიანი სამთო-არქეოლოგიური მაღარო, მსოფლიოში უძველეს ოქროს მოპოვების კერას წარმოადგენს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწელულის მიწურულით თარიღდება. თარიღი ბოხუმის (გერმანია) უნივერსიტეტის ლაბორატორიაში რადიონახშირბადის მეთოდითაა დადგენილი. ამასვე ადასტურებს მაღაროში აღმოჩენილი 10 000-მდე სხვადასხვა ტიპის ქვის უროები და ბრინჯაოს პერიოდის კერამიკა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს პერიოდის ნამოსახლარი და ურუქული პერიოდის კერამიკა, რაც მეტყველებს კავშირებზე მესოპოტამიისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კულტურებს შორის" - აცხადებენ ორგანიზატორები.

 

მათივე ინფორმაციით, მაღაროს 2006 წელს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რომელიც 2013 წელს, უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად მოეხსნა.

"მიუხედავად გერმანიიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმებისა, რომ საყდრისის მაღაროს საკითხს საერთაშორისო სამეცნიერო კომისია შეისწავლიდა, შობა დღეს, კომპანია ღMG Gოლდ-მა ქურდულად და კრიმინალურად, საყდრისის უძველესი მაღაროს განადგურება დაიწყო"- ნათქვამია განცხადებაში.

 

საპროტესტო აქცია 17 საათზე დაიწყება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი