გაჩერებული ავიახაზები „უპრეცედენტო შოკში“ არიან - საავიაციო ინდუსტრია 2020 წელს 252 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს
31-03-2020, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საზღვრები დაკეტილია. მგზავრობა აკრძალულია. მილიარდობით ადამიანი სახლებშია გამოკეტილი. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში ავიახაზები „უპრეცედენტო შოკში“ არიან და წინ უზარმაზარი გამოწვევები ელოდებათ, იტყობინება BBC საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციაზე დაყრდნობით.

 


თვითმფრინავებით გადაადგილებაზე მოთხოვნა დრამატულად დაეცა და უკვე 2 მილიონი რეისია გაუქმებული. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის გათვლებით, საავიაციო ინდუსტრია 2020 წელს 252 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს.

 

 

„ამერიკული ავიახაზები“ აშშ-ის მთავრობას დახმარების სახით 12 მილიარდ დოლარს სთხოვს;

 

 

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში, რომელიც მთავარი საერთაშორისო ცენტრია, მგზავრების რაოდენობა 90.7%-ით დაეცა;

 

 

„ბრიტანეთის ავიახაზებმა“ ლონდონის გატვიკის აეროპრტიდან და გატვიკის აეროპორტის მიმართულებით ყველა ფრენა შეაჩერა, ხოლო ჰიტროუს აეროპორტის ფრენები უკიდურესად არის შემცირებული.

 

 

გასულ კვირას, აშშ-ის კონგრესმა ავიახაზებისთვის 50 მილიარდი დოლარის დახმარების პროგრამა განიხილა და თანხის ნახევარი ავიაკომპანიებს სესხის სახით შესთავაზა იმ ვალდებულებით, რომ სულ მცირე 30 სექტემბრამდე არ გაათავისუფლებენ სამუშაოზე არმყოფ თანამშრომლებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი