ტრამპი აფრთხილებს ამერიკელებს, რომ წინ „ძალიან, ძალიან მტკივნეული“ დღეები ელოდებათ - წინასწარი გათვლებით, კორონავირუსმა შესაძლოა 240 000-მდე ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს
01-04-2020, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები, რომ წინ „მტკივნეული“ დღეები ელოდებათ. როგორც BBC იუწყება, წინასწარი გათვლებით და შეფასებებით კორონავირუსმა შესაძლოა 250 000 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში.

 

 

„ეს იქნება ძალიან მტკივნეული - ძალიან, ძალიან მტკივნეული ორი კვირა“, განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, აღწერა რა პანდემია, როგორც „ჭირი“.

 

 

„მინდა ყველა ამერიკელი მზად იყოს მძიმე დღეებისთვის, რომელიც წინ გველოდება“, განცხადა ტრამპმა.

 

 

თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ წინასწარი გათვლებით „კოვიდ-19“-ისგან შესაძლოა 100 000-დან 240 000-მდე ამერიკელი მოკვდეს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით 4 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

 

 

აშშ-ის კორონავირუსის კოორდინატორმა დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ წინასწარი გათვლები დაფუძნებულია იმაზე, რომ ზოგიერთი ადამიანი არ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ კორონავირუსის შესაჩერებლად.

 

 

„ჩვენ ნამდვილად გვჯერა და იმედი გვაქვს ყოველდღიურად, რომ შეგვიძლია უკეთესი შედეგით გამოვიდეთ, ვიდრე ეს გათვლებია“, აღნიშნა მან, თუმცა დებორა ბირქსმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ უარესი შემთხვევების სცენარიც არსებობს  - 1,5 მილიონიდან 2.2 მილიონამდე ამერიკელის სიკვდილი. 

 

 

აშშ-ის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ამერიკელები მზად უნდა იყვნენ, რომ ქვეყანაში სულ მცირე 100 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ვირუსს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს რიცხვი ამდენს არ მიაღწევს და გაცილებით ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე 100 000. „მაგრამ ვიყოთ რეალისტები. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი თავები... ეს რთული იქნება - არავინ დავობს, რომ ჩვენ ახლა, ამ წუთებში ძალიან მძიმე დროების მომსწრე ვართ“, თქვა ფაუჩიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი