ლევან ჩაჩუა: „მომაწოდეს საგანგაშო ინფორმაცია!!! ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ეკლესიაზე, რომ აღდგომას ღამისთევის ლიტანიობა გაუქმდეს და დილის 9 საათზე ჩატარდეს საზეიმო წირვა“
02-04-2020, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მომაწოდეს საგანგაშო ინფორმაცია!!! ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ეკლესიაზე, რომ აღდგომას ღამისთევის ლიტანიობა გაუქმდეს და დილის 9 საათზე ჩატარდეს საზეიმო წირვა. რამოდენიმე მოდერნისტ-ეკუმენისტი უკვე გადაიბირეს (დიდი ხანია...) და აპირებენ მათ გამოყვანას ტელევიზიებით. აგორდება პროპაგანდისტული ტალღა, რათა მოსახლეობა შეაგუონ ამ უგვანობას და შთააგონონ, თითქოს ეს აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის...

 

 

ჩვენი უწმინდესი და ღირსეული იერარქები არცერთ შემთხვევაში არ წავლენ ასეთ ღვთისგანმარისხებელ კომპრომისზე, რადგან კარგად უწყიან, რომ სწორედ ეკლესიის სწორი პოზიციის გამო იფარავს მაცხოვარი და დედაღვთისმშობელი საქართველოს ამ განსაცდელის ჟამს, ხოლო კომპრომისის შემთხვევაში მართლაც განწირულები ვართ და მერე ნახეთ, აქ რაც მოხდება - ნუ იყოფინ!

 

 

უბედურება დაატყდება თავს ჩვენს ერს და პირველ რიგში ეს იმათ შეეხებათ, ვინც ცდილობს უფლის აღდგომის (დღესასწაულთა დღესასწაულის) მადლი მოაცილოს ჩვენს ერს!!!

 

 

ყველა მორწმუნე ვალდებულია წინ აღუდგეს ამ უდიდეს საცდურს და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას შეხვდეს არა საწოლში, არამედ ღამისთევის ლიტანიობით!!!

 

 

ნათქვამია: არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდესო... ყველასთვის ცნობილი გახდება მათი სახელები, ვინც ასეთ განსაცდელს უმზადებს ჩვენს ქვეყანას და მალე დაუდგებათ დრო, როცა უმკაცრეს პასუხს აგებენ ღვთისა და ერის წინაშე!!!!“ - წერს ლევან ჩაჩუა „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი