ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ამერიკელები, რომ მოემზადონ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჯერჯერობით „ყველაზე მძიმე კვირისთვის“, განაცხადა რა, რომ მომდევნო დღეებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ექნება ადგილი.
შაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე იგი შეეცადა „კოვიდ-19“-ისგან ყველაზე მძიმე დარტყმამიყენებული შტატების დამშვიდებას, დაპირდა რა მათ სამედიცინო აღჭურვილობებს და სამხედრო პერსონალს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მაგრამ, როგორც ამას BBC იუწყება, თავისი გაფრთხილების საპირისპიროდ, ტრამპმა აღდგომისთვის (12 აპრილი) სოციალური დისტანცირების სახელმძღვანელო წესების შერბილების წინადადება დააყენა. „ჩვენ ისევ უნდა გავხსნათ ჩენი ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ასე თვეების და თვეების და თვეების განმავლობაში“, განაცხადა ბრიფინგზე ტრამპმა, რომლის ცხოვრების შეზღუდვების შერბილებაზე მოწოდებაც იმ ფონზე კეთდება, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 300,000-ს აჭარბებს - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში - სიკვდილიანობა კი თითქმის 8,500-ია, მათგან ყველაზე მეტი აფეთქების ეპიცენტრში, ნიუ იორკის შტატში, სადაც შაბათის მონაცემებით, 630 ახალ გარდაცვალების ფაქტს ჰქონდა ადგილი, რამაც ამ შტატში გარდაცვლილთა რიცხვი 3,565-მდე გაზარდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი ნიუ იორკის შტატში 113,000-ზე მეტს შეადგენს (63,036 მხოლოდ ქალაქ ნიუ იორკში), იმდენს, რაც ფიქსირდება მთელ იტალიაში, სადაც ვირუსის აფეთქებიდან შაბათს, პირველად, ინტენსიური მზრუნველობის განყოფილებებში პაციენტთა რაოდენობის კლებას აქვს ადგილი.
ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 1.1 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 60,000-ზე მეტი, გამოჯანმრთელებულია 250,000 პაციენტი.
რა თქვა ტრამპმა ბრიფინგზე?
„ეს იქნება ალბათ ყველაზე მძიმე კვირა - ამ კვირასა და მომდევნო კვირას შორის პერიოდი - და ბევრი ადამიანი მოკვდება, სამწუხაროდ, მაგრამ გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობა იქნება, ვიდრე იქნებოდა მაშინ, ეს [შეზღუდვები] რომ არ გაგვეკეთებინა“, განაცხადა ტრამპმა.
კორონავირუსის ინფექციისაგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი შტატების მხარდასაჭერად ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია „სამხედროების აურაცხელ რაოდენობას, ათასობით ჯარისკაცს, სამედიცინო მუშაკებს, პროფესიონალებს“ განალაგებს და დასძინა, რომ სამხედრო პერსონალი მალე მიიღებს რჩევას და დავალებას და დააკონკრეტა, რომ „1,000 სამხედრო პერსონალი“ განლაგდება ქალაქ ნიუ იორკში.
პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიის, „3M“-ის მიმართ, რომელიც ნიღბებს ამზადებს და აღნიშნა, რომ „ძალიან იმედგაწბილებულია“ ამ საწარმოთი, რადგან ის „მზრუნველობას უნდა იჩენდეს ჩვენი ქვეყნისთვის“ ნაცვლად იმისა, რომ პროდუქციას სხვებზე ყიდდეს, მაგრამ ტრამპმა უარყო ბრალდებები, რომ ამერიკამ „თანამედროვე მეკობრეობის“ ქმედება ჩაიდინა გერმანიისთვის განკუთვნილი 200,000 ნიღბის მისკენ გადამისამართებით.
რა ხდება სხვაგან?
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.