[ვიდეო] „თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი... ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია“ - პაატა იმნაძე მოსახლეობას კატეგორიულად აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ „დისტანცირება ოჯახშიც კია საჭირო, არათუ გარეთ“
15-04-2020, 22:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,  პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში და მოუწოდა საზოგადოებას იმის გათავისებისკენ, რომ „დისტანცირება ოჯახშიც კია საჭირო, არათუ გარეთ“.

 

 

„ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც ოთხი სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, იმიტომ რომ იცოდა, რომ თავის სამშობლოს ემსახურებოდა და თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყაროთ ეს ყველაფერი. არ შეიძლება ასე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათა შორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება. ხომ ხედავთ, სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით. თითო ოჯახში ხუთი, ექვსი, შვიდი ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში, ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კია საჭირო, არათუ გარეთ.

 

 

 

 

ასე ჩვენ ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ ყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სუყველას, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე, იმასაც მოერიდეთ. ის იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისაგან. ასე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება, გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ , განაცხადა პატაა იმნაძემ და დაამატა, რომ საქართველოში ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი მატების მიზეზია ის, რომ „სახლში არ ვრჩებით“.

 

 

„თუ საჭირო გახდა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება... მე მესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, მაგრამ სუფორს მოწყობა, 5-6 კაცი რომ იქნება, შეიძლება 5-6-ვე ჩაწვეს, გამიგეთ ეს, სწორად გამიგეთ. მოერიდეთ ამას ყველაფერს. კიი, მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს ვთქვათ უარი ერთხელ იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, ჩვენი ერი გადარჩეს, აი ეს გავიგოთ სუყველამ. იგივე ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ. ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩენი ეკლესია“, განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   KOBA AKHALKATSI
      
რა ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ "დაეყარონ სახლში" და წაიკითხონ ის ბიბლია ზარმაცებმა სხვისი მონაყოლით რომ იციან. (ჯერ ელემენტარული სასკოლო კურსი წაიკითხონ, თორემ ბიბლიასაც ვერ გაიგებენ უგუნურები).
15 აპრილი 2020 15:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი