ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სერიოზული ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - BBC
21-04-2020, 13:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სერიოზულად არის ავად, სიმართლეს არ შეესაბამება, იტყობინება BBC სამხრეთ კორეის ოფიციოზზე დაყრდნობით.

 


პრესის სათაურების - კიმ ჩენ ინი „სერიოზულადაა ავად“, „ტვინი გათიშული აქვს“ ან „გამოჯანმრთელების გზაზეა ოპერაციის შემდეგ“ - დადგენა ყოველთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ სეულში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთიდან არ არის რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, რომელიც აჩვენებდა, რომ 36 წლის კიმ ჩენ ინი „სერიოზულად არის ავად“, წერს BBC და განაგრძობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კიმის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჭორები ვრცელდება, თუმცა მოგვიანებით ეს არ დასტურდება ხოლმე.

 


როდის დაიწყო სპეკულაციები?

 


კიმ ჩენ ინი ახლახან, 15 აპრილს, თავისი ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს დამფუძნებლის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას არ ესწრებოდა. ეს დღე ყველაზე დიდი მოვლენაა ქვეყანაში და კიმ ჩენ ინი ამ დრომდე არასდროს გამოკლებია ამ საზეიმო დღეს, რამაც სპეკულაციები და ჭორები წარმოშვა.

 


კიმი სახელმწიფო მედიით ბოლოს 12 აპრილს გამოჩნდა.

 


სახელმწიფო მედიას ასევე არ უხსენებია მისი ყოფნა რაკეტის გამოცდაზე, რომელიც გასულ კვირას შედგა და ჩვეულებისამებრ ფხენიანის სარაკეტო გამოცდას კიმი ყოველთვის ესწრება-ხოლმე და ამის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება. ამჯერად კი, ასე არ მოხდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი