მღელვარება უკრაინაში: ოპოზიცია მოლაპარაკებებისადმი სკეპტიციზმითაა განწყობილი
24-01-2014, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პროტესტანტებმა სკეპტიციზმი გამოხატეს იმასთან დაკავშირებით რომ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერს შორის მოლაპარაკებებმა შეიძლება რაიმე პროგრესი გამოიწვიოს.


კიევში ოლეგ ტიაგნიბოკის გამოსვლისას, სადაც იგი დემონსტრანტებს ეუბნებოდა, რომ მოლაპარაკებებმა შესაძლოა სისხლისღვრა შეამციროს, ზოგიერთი გაიძახოდა: "სირცხვილია." ხალხი მის ამ პათოსს სტვენითაც შეეგება.


ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ იანუკოვიჩი დათმობებზე არ წავიდა. ყოფილი მოკრივე და ამჟამად პოლიტიკური ფიგურა, შიშობს არ გაგრძელდეს სისხლისღვრა.


"როიტერსთან" საუბრისას კლიჩკომ განაცხადა: "საათების განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებები უნაყოფო აღმოჩნდა. უაზრობაა იჯდე მაგიდასთან ისეთ ვინმესთან, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს შენი მოტყუება. სისხლისღვრა უნდა შეწყდეს და ხალხი არ უნდა კვდებოდეს... მე კი გადავრჩები, მაგრამ ვშიშობ მსხვერპლი კიდევ იქნება, მე ამის დიდი შიში მაქვს."

 

 

 

 

 

 

 

http://www.bbc.co.uk/news/world-europe-25872417  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი