ჩინური საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს აქვეყნებს
28-07-2020, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„Covid-19-ის წინააღმდეგ ბძოლაში საქართველოს პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“ -  ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს. გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიღწეული წარმატებით დაინტერესდა.

 

 

 

“საქართველომ წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და სხვა ქვეყნებსაც კარგი მაგალითი მისცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, ქვეყანამ პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე შეაჩერა“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

 

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი, რაც ვირუსს ქვეყნის შიგნით გავრცელების საშუალებას არ მისცემდა, ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს კი  რა თქმა უნდა  ჩვენს მიერ მიღწეული შედეგი გვაძლევს“, - აღნიშნავს მინისტრი გამოცემასთან და განმარტავს, რომ აღნიშნული შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ყველა სექტორის, მათ შორის მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. „ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიაზრა სიტუაციის მასშტაბები და მათ მიერ გამოხატული მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, სოციალური დისტანცირებისა და მაქსიმალურად სახლში დარჩენის კუთხით, ძალიან დაეხმარა ქვეყანას ვირუსის შიდა გავრცელების შეკავებაში“.

 

 

ჟურნალისტი პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობითაც დაინტერესდა. მინისტრმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან, საქართველომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ჩინეთის მთავრობის მხრიდან კოვიდ ტესტირების აპარატების, ტესტებისა  და პირადი დაცვის საშუალებების სახით.

 

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მატერიალური დახმარების გარდა, ქვეყნების სამედიცინო პერსონალისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით რამდენიმე ვიდეო კონფერენციაც გაიმართა, რომელიც Covid-19-ის ეპიდზედამხედველეობის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, დაავადების კონტროლისა და მკურნალობის საკითხებს ეხებოდა.

 

 

სტატიის ბმული ➡️ https://bit.ly/30RyF8E

 

 

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი