სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“ ხომ არის კლასიკა? რაც ივანიშვილმა თქვა, ეს იყო სიცრუე სიცრუისა ანუ ის, რაც აბსოლუტურად არ არის მისი დამსახურება და არაფერ შუაშია მასთან, მიიწერა თავის თავზე, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილა გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას.
„ივანიშვილმა პირველი განაცხადა, რომ კოვიდი და ინფექციის ნაკლებმასშტაბიანობა საქართველოში მისი დამსახურებაა, ამ დროს, დაავიწყდა, რომ მონღოლეთში არც ერთი მსხვერპლი არ არის დღემდე, ჩინეთს ჰკიდია ზურგზე მონღოლეთი, არც ერთი კაცი არ მომკვდარა, ასი კაცი იყო მარტო დაავადებული, დააცემინეს რამდენჯერმე და გაიარა, სინგაპურში, ტაივანში, ჰონგ-კონგში პრობლემა არ არის, ჩინური დასახლებებია და 70-იან წლებში, როცა აქ იყო ქოლერას ეპიდემია, ყველაზე მშვიდად გადაიტანა საქართველომ და დღემდე სწავლობენ ექიმები ქართველი ერის გენეტიკურ გამძლეობას და პოლიტიკურ გამძლეობას ჩვენი შესასწავლია, რომ ამდენს ვუძლებთ“ , - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, C-ჰეპატიტის პროგრამა საქართველოსთვის ამერიკის საჩუქარია და არ ეკუთვნის საქართველოს ახლანდელ მთვრობას. ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაა ამჟამინდელი მთავრობის დამსახურება.
„მერე მიიწერა თავის თავზე ისიც, რომ C-ჰეპატიტის პროგრამა ჩვენიაო, არადა ეს პროგრამა დაიწყო ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, ამერიკული პროგრამა იყო, ამერიკის მთავრობის საჩუქარია. მერე მოხსნა რეკორდი და განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა მათი დამსახურებაა, რასაც კინაღამ მოჰყვა სამოქალაქო ომი, ბავშვებს თვალები დათხარეს, მთელი ოპოზიცია ერთად შეიკრა, რომ მიგვეღწია ამერიკის და ბრიუსელის მხარდაჭერას და რაც მთავარია, სასწაული განაცხადა ბოლოში, რომ ჩვენთვის მთავარია ადამიანების სიცოცხლე და ამას ვუფრთხილდებითო, ამას ამბობს იმ რეჟიმის მეთაური, რომლის ზონდერებმაც მოკლეს შაქარაშვილი ორი დღის წინ, რომლის ზონდერებმაც ჩაცხრილეს მძინარე მაჩალიკაშვილი, რომლის ზონდერებმაც დათხარეს ბვშვებს თვალები“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.