ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო მისიაში ჩართვისთვის ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, 23-ე ბატალიონის ალფა ასეული და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის დაქვემდებარებაში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა.
ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მან სამშვიდობოებს მტკიცე მხარდაჭერის მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს ასევე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ალფა ასეული კი ქაბულში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. მათი მთავარი ამოცანა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბბინის დაცვა იქნება.
გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ვახტანგ ჩაჩიბაიამ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედალ "გენერალი კვინიტაძე" გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.