გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილს ფანები ჰყავს სომხეთში... როგორც ზვიადი იყო კავკასიაში, ისეთი ლიდერია სააკაშვილი მოლდოვაში, უკრაინაში, ბელარუსში, საქართველოში, სომხეთში...
29-09-2020, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, როგორც აღმოსავლეთ ევოპის ლიდერის როლზე ისაუბრეს გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიას გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას.

 


დავით აქუბარდია - მე მივმართავ სააკაშვილს, თუკი მიაღწევ იმას, რომ უკრაინაში და ბელორუსიაში ყველაზე გავლენიანი და ყველაზე რადიკალურად მოწოდებული მებრძოლი იქნები კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში, გავასწოროთ ეს სიტუაცია და...

 


გუბაზ სანიკიძე - სხვათაშორის, ბელორუსიაშიც ჰყავს მომხრეები.

 

 

ვალერი გელბახიანი - კი, ლოზუნგები გამოჩნდა, რომ სააკაშვილის რეფორმები გვინდა!

 


სანიკიძე - ამიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილი აღმოსავლეთ ევროპის ლიდერია და აქ კიდე, ამას რომ ვამბობთ, გულისყრები აქვთ ვიღაცებს, სოფელი რომ არ უმართიათ, იმნაირ პოლიტიკოსებს.

 

 

 


აქუბარდია - სპეციალურად ბლოკავს მოსკოვი ხაბაროვსკის კადრებს. ხაბაროვსკშიც პლაკატებია - სააკაშვილი ჩამოვიყვანოთო.

 


სანიკიძე - მოლდოვაში, უკრაინაში, ბელარუსში, საქართველოში, სომხეთში... სააკაშვილს ფანები ჰყავს სომხეთში და ზუსტად ვიცი ეს მე!.. იყო ასეთი გეგმა იმ სომხური რევოლუციის შემდეგ, რომ სააკაშვილი მიეწვიათ.. და ყაზახეთში? - ყაზახი პოლიტოლოგები და ბიზნესმენები ჩადიან სააკაშვილთან კვირაში რამდენჯერმე და ყაზახებს ხვდება, ხალხო!..

 


გელბახიანი - მე 2009 წელს ვნახე, კალუგა-რიაზანის ადგილობრივი მერების არჩევნები იყო. ჩემი თვალით ვნახე ბანერები, რომლებიც მერობის კანდიდატებს ჰქონდათ გამოტანილი და ქვეშ ეწერა - ჩვენ გავატარებთ სააკაშვილის მსგავს რეფორმებს.

 


სანიკიძე - როგორც ზვიადი იყო კავკასიაში... ზვიადმა გამაგზავნა მაშინ და ჰუმანიტარული დახმარება ჩავუტანე ქურთებს. მივდიოდი ჯერ ხუზისტანში და მერე ქურთისტანში უნდა ამეტანა ტვირთი, ფერეიდანთან არანაირი შეხება არ მქონდა. მივდივართ გზაზე და მიგვყავს ორი დიდი დატვირთული მანქანა, აგვისტოა და ვარვარებს, ისეთი მზეა, ვუყურებ და ხალხია შეკრებილი, ვუახლოვდებით, ვუახლოვდებით და ვხედავ, რომ ზვიადის სურათები უჭირავთ. მძღოლს ვეუბნები, მგონი რაღაც მეჩვენება მეთქი. ფერეიდნელი ქართველები იყვნენ ჩამოსული, 600 კილომეტრი გამოიარეს და გზაზე დაგვხვდნენ ზვიადის სურათებით.საქართველო შვება ასეთ რაღაცებს რაა, რეგიონულ ლიდერებს ხანდახან აჩენს! სააკაშვილიც ასეა!..

 

 

ნიჭიერი ხალხი ვართ ჩვენ და სააკაშვილი არის პროდუქტი ქართველი ხალხის. არც პირველია და არც უკანასკნელი, მანამდეც იყვნენ ასეთი ქართველები და მერეც დაიბადებიან.

 

 

ვარშავა ხდება დღეს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.. ვარშავაშიც ვიცით, სააკაშვილს როგორი ურთიერთობები აქვს და კავშირები. დღეს სააკაშვილი არის სოლისტი აღმოსავლეთ ევროპის. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ადამიანი ვიღაცების ახირებების გამო?!

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ.

 

ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი