ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა
03-10-2015, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება ამის თაობაზე სულ ახლახან გამოცხადდა. კობიაშვილს ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე დელეგატების უმრავლესობამ, 18-მა დაუჭირა მხარი, არველაძეს კი 15-მა დელეგატმა, მე-3 კანდიდატს, მამუკა კვარაცხელიას კი არც ერთი ხმა არ ერგო. რევაზ არველაძემ ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

ეს არ არის მარტო ჩემი, ეს არის ქართული ფეხბურთის გამარჯვება, განაცხადა გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა. მან სიტყვით გამოსვლისას ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა, რის გამოც თავდაპირველად სიტყვის შეწყვეტაც მოუწია.

 


"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. ჩემთვის მართლაც ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. ეს არ არის მარტო ჩემი, ეს არის ერთიანი ქართული ფეხბურთის გამარჯვება", - განაცხადა კობიაშვილმა და დაამატა, რომ მისთვის მტერი არ არსებობს და ყველა ქართული ფეხბურთის და საფეხბურთო ოჯახის წევრია.

 

 

"ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ფეხბურთი იმსახურებს უკეთეს ფეხბურთს. მინდა ვუთხრა სხვა კანდიდატებს, რომ ჩვენ არ ვართ ოპონენტები, ჩვენ ვართ მეგობრები", - განაცხადა კობიაშვილმა და დასძინა, რომ გეგმებსა და საკადრო გადაწყვეტილებებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

 

 

დღევანდელი ყრილობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში 33 დელეგატი იღებდა მონაწილეობას, რადგან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და გურიის სამხარეო ფედერაციებს ხმის უფლება გაუუქმდათ, როგორც ითქვა, პროცედურული დარღვევებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ამ ფედერაციების ორივე დელეგატი რევაზ არველაძის მხარდამჭერად მოიაზრებოდა.

 

 

33 დელეგატიდან 17-მა დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ პირებს არ აღდგენოდათ ხმის მიცემის უფლება, 15 წინააღმდეგ წავიდა, ერთი ხმა კი ბათილად ცნეს. აქედან გამომდინარე, სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება საბოლოოდ 33 დელეგატს მიენიჭა.

 

 

სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დილის 11 საათისთვის იყო დანიშნული, თუმცა რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის წუხანდელი დაპატიმრების გამო, პროცესები მისი პატიმრობიდან გათავისუფლებამდე გადაიდო.

 

 

კომენტარები: 2
#2   არჩილი
      
გილოცავთ გამარჯვებას კობი.ძველ თაობას ნუ დაუკარგავ დამსახურებას. იცოდე მათ მხრებზე დგახარ.ღმერთმა დაგილოცოს გზა წარმატებებისაკენ.

გილოცავთ გამატჯვებას კობი.ძველ თაობასაც ნუ დაივიწყებ.იცოდე მათ მხრებზე დგახარ.ღმერთმა დაგლოცოს.
5 ოქტომბერი 2015 02:10
#1   Murman
      
გილოცავ.გთხოვ ამ წუთიდან დაიწყო მუშაობა,ხვალიდან გვიანი იქნება,ყველანი შენს გვერდით ვართ რიგით ჯარისკაცებად.გვიმსახურედ,ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე.
3 ოქტომბერი 2015 14:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი