მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებზე: ამ დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში, ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს ცალ-ცალკე უნდა მივაკითხოთ
09-11-2020, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მორეკავენ ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს, დედა ჰყავთ პრინციპში, ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს ცალ-ცალკე უნდა მივაკითხოთ, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

 

 

„ძალიან მაგარია ერთიანობა ამ ოპოზიციით. პრაქტიკულად მე ყველას გამოსვლას დღეს მოვაწერდი ხელს, ყველას ესმის, რაზეც ვლაპარაკობთ. გამოჩნდა ძალიან ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი. დავღალოთ, დავღალოთ. ძალიან სუსტები არიან. ერთ ადგილას კონცენტრაცია მათ შეუძლიათ, მორეკავენ ამ კოსმონავტებს, მაგრამ ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ. ერთ ადგილზე რატომ უნდა შევეტაკოთ. ყველგან უნდა გავუხსნათ ფრონტი, ყველგან უნდა გამოვფიტოთ, დავღალოთ, გავარცხვინოთ თითოეული ჩაფხუტის უკან დამალული, ოჯახის წევრებს დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, რაზეა საუბარი. ავუხსნათ, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. რომელიმე პარტია კი არ არის, ქვეყანა იკარგება. საქართველო იკარგება და მათი სახელები არ უნდა შევიდეს ისტორიაში, როგორც საქართველოს დამსამარებელი სახელები, ამიტომ ყველას სახელი და გვარი უნდა გამოქვეყნდეს, მათი მისამართები, მათ ოჯახებზე უნდა გავიდეთ, ველაპარაკოთ, გამოვფიტოთ ყველანაირად, ყველა მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი