დონალდ ტრამპი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, - აცხადებენ ტრამპის ყოფილი თანაშემწეები
11-11-2020, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში პირველადი შედეგების მიხედვით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ მოქმედი „რესპუბლიკელი“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას არ აღიარებს და არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. თუკი ტრამპმა სასამართლოს გზით ვერ მიაღწია თავის საწადელს, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. თუმცა, როგორც ამას ტრამპის ყოფილი თანაშემწეები ვარაუდობენ, ეს შესაძლოა სულაც არ იყოს მისი პოლიტიკური ამბიციების დასასრული და მან უკვე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მოინდომოს კენჭისყრა.

 

 

„მე სრულიად დარწმუნებით განვიხილავ იმის შესაძლებლობას, რომ იგი იმ ადამიანების მოკლე სიაში იყოს, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის იბრძოლებს“, განაცხადა ახლახან ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა მიკ მალვენიმ.

 


როგორც BBC წერს, ტრამპს აშკარაა, რომ უყვარს საარჩევნო მიტინგები და მან 71.5 მილიონი ხმა მიიღო ამ არჩევნებზე - დამარცხებული კანდიდატისთვის რეკორდულად დიდი რაოდენობის ხმები, რაც მკაფიოდ აჩვენებს მისდამი ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერას.

 


ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, „არც ერთი პირი არ შეიძლება იყოს არჩეული პრეზიდენტად 2-ჯერ უფრო მეტი ვადით“, მაგრამ თუკი ერთი მხრივ, ერთმანეთის მიყოლებით ორი ვადით არჩევის შემდეგ პირს კონსტიტუციით არ აქვს უფლება მესამე ვადით იყაროს კენჭი, მეორე მხრივ არ არის აკრძალული პირმა მეორე ვადით ერთი ან რამდენიმე ვადის გამოტოვებით კვლავ იყაროს კენჭი. ამდენად, ტრამპს, უკვე მომავალ არჩევნებში, 2024 წელს, კანონიერად აქვს თავისი კანდიდატურის კვლავ წამოყენების უფლება და მეორე ვადით პრეზიდენტად გახდომის შესაძლებლობა. ამ დროისთვის იგი 78 წლის იქნება, თითქმის იმავე ასაკის, რა ასაკშიც ბაიდენი აირჩიეს პრეზიდენტად (შენიშვნა: ბაიდენი 78 წლის 20 ნოემბერს ხდება).

 

 

„იგი პრეზიდენტის პოსტს გარკვეულად ისეთივე მძლავრი დაემშვიდობება, როგორც იყო ეს მაშინ, როცა ის პრეზიდენტობას შეუდგა“, განაცხადა „ნორსვესტერნის უნივერსიტეტის“ კელოგის სკოლის პროფესორმა, ტიმ ქალკინსმა და დაამატა: „არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ დონალდ ტრამპმა იმოქმედოს ისე, როგორც ნებისმიერმა სხვა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენ გვინახავს“.

 

 

შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ გროვერ კლივლანდია ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პირველი ვადის დასრულებისა და არჩევნებში დამარცხების შემდეგ თეთრი სახლი დატოვა და 4 წლის მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა ოფისს. იგი პირველად 1885 წელს გახდა პრეზიდენტი, მეორედ კი 8 წლის შემდეგ, 1893 წელს.

 


გამოითქმის ასევე ვარაუდები, რომ მომავალ საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობით შესაძლო პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი იყოს დაინტერესებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი