გიორგი ვოლსკი: მამლის ყივილამდე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება და ჩატკეპნა სამჯერ მოასწრეს... მაგრამ შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა, ამას ვერავინ იტყვის
11-11-2020, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამლის ყივილამდე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება და ჩატკეპნა სამჯერ მოასწრეს. შემდეგ მის ნაცვლად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს. ეს ბარათი სააკაშვილმაც კი გამოაქვეყნა, მაგრამ შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა, ამას ვერავინ იტყვის, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

 


მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთი პოლიტიკური პარტია ძალიან მოხერხებულად გამოიყენა, მათ შორის ერთკაციანი პარტიები.

 

 

„მსგავსი მოსაზრებები მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს. იმედია, პარტიები და საზოგადოების ნაწილიც სწორედ ასე ფიქრობს, მაგრამ საბოლოოდ, როგორ იქნება ინტერპრეტირებული გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი პროდუქტი დაიდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არ ვიცი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთი პოლიტიკური პარტია ძალიან მოხერხებულად გამოიყენა, მათ შორის ერთკაციანი პარტიები. მრავალპარტიულობა წარმოაჩინა პოლიტიკურად დაპირისპირებული სუბიექტების. რეალურად კი, ის გააკეთა, რაც მას აინტერესებდა. ვითარება გადაძაბა და ისეთი ჩიხური მდგომარეობა შექმნა, როცა პრაქტიკულად, მოლაპარაკებებისთვის არანაირი რესურსი არ რჩება. სახელმწიფო შენობების ბლოკირება, რევოლუციური სცენარის განვითარება არ არის ახალი, ამაზე 2014 წლიდან ვსაუბრობთ. ისინი ამ მიზნით გამოიყენა და ამ მიზანს ახლა რეალიზებას კვლავ მათი დახმარებით უკეთებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყნისა და მისი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა გადაწონის იმ დესტრუქციას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი