ლევან ლორთქიფანიძე: „ამ პოლიტიკოსებს არც არავის თვალი ანაღვლებთ, არც არავის სიცოცხლე... ღარიბაშვილს რომ ჰკითხო, ის ღვთიურ ჭეშმარიტებას აცხადებს, უგულავაზე და იმათზე კი აღარ ვამბობ, რომლებსაც ჩაკეტილი ხედვა აქვთ“
26-02-2021, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღარიბ და მშიერ საზოგადოებაში ცეცხლის ანთება-გაჩაღება ყოველ მეორე პროვოკატორს შეუძლია და მათ შორის, ნიკა მელიასნაირ პროვოკატორებს, – განაცხადა პოლიტოლოგმა, ლევან ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 


„ძალადობას გაცილებით სხვა ფესვებიც აქვს და ეს ჩვენს სოციალურ ყოფას უკავშირდება. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ღარიბია და მშიერი, რომელიც თავისი ეკონომიკის ნაცვლად გერმანიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების ეკონომიკას აშენებს და აქ მას ბანკები ჭამენ, სხვადასხვა სტრუქტურები თავზე აწვებიან და ადამიანებზე სტრუქტურულად ძალადობენ, ამ საზოგადოებაში ცეცხლის ანთება-გაჩაღება ყოველ მეორე პროვოკატორს შეუძლია და მათ შორის, ნიკა მელიასნაირ პროვოკატორებს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 


მისი თქმით, ამ ქვეყანაში ოცდაათი წელია, ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელი არიან.

 


„მათ არც არავის თვალი ანაღვლებთ, არც არავის სიცოცხლე, არც არავის კეთილდღეობა და არც ამ ქვეყნის კეთილდღეობა. ოღონდ ძალაუფლება მოიპოვონ და ყველაფერზე წავლენ. ამას ვხედავთ ორივე მხარეს, მაგრამ მე დღეს ასეთს ოპოზიციის მხარეს უფრო მეტს ვხედავ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 


მისი თქმით, ძალადობას ისიც წარმოშობს, რომ მხარეებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე აქვთ პრეტენზია.

 


„მხარეებს თავიანთ შეხედულებაზე ელემენტარული დაეჭვება არ აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილს რომ ჰკითხო, ის ღვთიურ ჭეშმარიტებას აცხადებს, ზემოდან უფალი ჩამოსძახის და იმას ამბობს, უგულავაზე და იმათზე კი აღარ ვამბობ, რომლებსაც ჩაკეტილი ხედვა აქვთ, გვერდით რა ხდება ვერ ხედავენ, თავიანთ პოზიციაზე შუბლით მიდიან და ეჭვი არ უჩნდებათ, ეგება, არ ხარ მართალი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 


როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ჩვენ საზოგადოებაში კომპრომისი სირცხვილად ითვლება და როცა საზოგადოებაში ასეთი პრინციპები მუშაობს, ბუნებრივია, იქ ძალადობა წახალისებული იქნება.

 


„მე რომ რაღაც დავთმო, იტყვიან, სუსტი ხარ, „ჩმორი“ და არარაობა, რატომ დათმე, რატომ ბოლომდე არ გადაუარე და რატომ არ მოკალი, თვალი თვალის წილო. როცა საზოგადოებაში ასეთი პრინციპები მუშაობს, ბუნებრივია, იქ ძალადობა წახალისებული იქნება“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 


მისივე თქმით, საზოგადოებაში პატივისცემა დაიკარგა, ხოლო როცა ეს არ არსებობს, მუხრუჭიც არავის აქვს.

 


„89 წლისაა ის კაცი, საქართველოს პატრიარქი ხომ? მის ზოგიერთ ნაბიჯთან დაკავშირებით ბუნებრივია, მეც კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ის ავად არის, ასაკშია და ყველაფრის თქმა ხომ არ შეიძლება?! რაღაცაზე უკან ხომ უნდა დაიხიო?! ამ საზოგადოებაში ელემენტარულის პატივისცემა არ არსებობს და შესაბამისად, მუხრუჭიც არავის აქვს“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი