[ვიდეო] ღარიბაშვილის და ოპოზიციის შეხვედრის ვიდეოკადრებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს
01-03-2021, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

 


შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრის და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე და მას ექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და შემდგომ ნაბიჯებზე საზოგადოებას თავიანთ პოზიციას აცნობებენ.

 

 

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ, მმართველ პარტიას და ოპოზიციას გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება... ჩვენ შევთანხდმით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. მე რა თქმა უნდა, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ ჩვენს პოზიციას.

 


„ასევე, მინდა გითხრათ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და რეკომენდაცია და რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესს. მე კიდევ ერთხელ განვაცხადე შეხვედრაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, რომელიც ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას დღეს - საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ, კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი