ახალციხეში „ასტრაზენაკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.როგორც „რუსთავი 2-ს“ მედიკოსებმა განუცხადეს, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას - 27 წლის ქალის ახლობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შუშა ჩაამტვრიეს.
კლინიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტის თბილისში ტრანსპორტირება იგეგმება. ტერიტორიაზე „რეანომობილს“ ელოდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.