ბიძინა ივანიშვილი: ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორიაა დაკავშირებული სტალინთან და მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი
27-10-2015, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება,  ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია", ამის შესახებ ჟურნალისტებს  ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.


ივანიშვილი  ასევე გამოეხმაურა გოგი თოფაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სტალინის სურათს მალე ყველა კაბინეტში ოჯახში დაკიდებენ.


"მე არა მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა, პრინციპში ეს აკრძალული არაა. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს არა მარტო სტალინთან.  თუ გინდათ, პატარა თვისებების სტალინის მსგავსი რომ ჰქონდა ჩვენს ბოლო ლიდერს, იმასაც შეგახსენებთ. არ შეიძლება,  ადამიანები იხვრიტებოდნენ და რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისათვის, რომ რაღაც წყობას ან იდეოლოგიას ჩაეყაროს საფუძველი. არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს არანაირი იდეოლოგია. ისტორიის ნაწილია სტალინი და ვიღაცეები ამას იხსენებენ, ამის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორიაა დაკავშირებული სტალინთან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის განვითარების და მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი და ვერც ერთი მისი პოზიტიური ნაბიჯი ვერ დააბალანსებს იმას, როგორც ის მოექცა საზოგადოებას. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ამაში დანაშაული არაფერი არ არის. მისი ნება და მისი უფლებაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი