თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
18-05-2021, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თინა იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა ჩაკეტილია ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების კვეთაზე არსებულ არქივის შენობასთან.

 


თბილისის მერიის ცნობით, ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, პეკინის გამზირის მიმართულებით, ხოლო გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელია კანდელაკის ქუჩის დახმარებით.

 


რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრავი მარშრუტები გადაადგილდებიან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით და იონა ვაკელის ქუჩის გავლით, სვლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე განაგრძობენ. პეკინის გამზირისკენ მოძრავი მარშრუტები იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დახმარებით, პეკინის გამზირზე გადაადგილდებიან.

 


მარშალ გელოვანის გამზირისკენ მიმავალი მარშრუტები ამჟამად, შარტავას ქუჩის გავლით, გაგარინის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი