(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენს იგი თეთრ სახლში არ მიუწვევია და არც მას დაუპატიჟია ამერიკელი კოლეგა მოსკოვში.
„მე ვფიქრობ, რომ ამგვარი შეხვედრებისა და ვიზიტების განსახორციელებლად უნდა არსებობდეს შესაფერისი პირობები“, თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ კოლეგასთან ჟენევაში გამართულ 2-საათიან მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული“ უწოდა.
მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა პასუხისმგებელია ბირთვულ სტაბილურობაზე.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკამ მოახერხა რუსეთის განვითარების ნაწილობრივი შეჩერება ეკონომიკური და სხვა სანქციების დაწესებით.
პუტინის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის ციხეეში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების საკითხი წამოაყენა და დასძინა, რომ პატიმრების გაცვლის კუთხით ვაშინგტონთან „კომპრომისები“ იქნება, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.
პუტინმა ბაიდენი „გამოცდილ სახელმწიფო მოღვაწედ“ დაახასიათა და თქვა, რომ იგი „ძალზე განსხვავებულია პრეზიდენტ ტრამპისაგან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.